ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია GIG-სთან

11 დეკემბერი 2014

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს აგრარულ უნივერსიტეტსა და კომპანია გლობალ ინვესტ ჯორჯიას შორის.

მემორანდუმი სამომავლო თანამშრომლობის წინაპირობაა.

კომპანიის ინტერესი დიდია აგრო მიმართულების განათლების მქონე კადრების მიმართ.

მემორანდუმზე ხელისმოწერის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები გაესაუბრნენ დაინტერესებულ სტუდენტებს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივით.

მემორანდუმს უნივერსიტეტის მხრიდან ხელი რექტორმა, ლაშა გოცირიძემ, ხოლო კომპანიიდან აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუბა მარუაშვილმა მოაწერეს.

მსგავსი სიახლეები