ურთიერთთანამშრომლობის პროექტი საქართველოს-გერმანიასა და აზერბაიჯანს შორის

27 აპრილი 2015

27 აპრილს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა ფოლკსვაგენის ფონდის პროექტის "სოფლების საერთო საძოვრების კოლექტიური გამოყენება და კონფლიქტები - პრობლემის შედარებითი კვლევები აზერბაიჯანსა და საქართველოში" (ხელმძღვანელები: პროფ. ალექსანდრე დიდებულიძე და პროფ. თეო ურუშაძე) ამოქმედებასთან დაკავშირებული სემინარი.

სემინარში აგრარული უნივერსიტეტის პროფესორების გარდა მონაწილეობა მიიღეს გერმანიის გრაიფსვალდის უნივერსიტეტის და აზერბაიჯანის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის (ქალაქი განჯა) პროფესორებმა და დოქტორანტებმა.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა, ლაშა გოცირიძემ გახსნა.

მსგავსი სიახლეები