უძველესი "Homo" ევროპაში"

19 აპრილი 2014

აგრარულ უნივერსიტეტში გრძელდება გელა თევზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი "ერთადერთი დედამიწა".

პროექტი ეძღვნება ტრაგიკულად დაღუპული გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, გელა თევზაძის ხსოვნას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების განვითარებასა და წარმატებაში.

ლექციათა ციკლის ფარგლებში 23 აპრილს 14:00 საათზე 113-ე აუდიტორიაში ჩატარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, დავით ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია "უძველესი "Homo" ევროპაში".

დასწრება თავისუფალია.

 

მსგავსი სიახლეები