ვაკანსია დოქტორანტის პოზიციაზე VW-ის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში

03 აგვისტო 2017

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა აცხადებს ვაკანსიას დოქტორანტის თანამდებობაზე VW–ის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში „Novel Polymer Electrolyte Membranes for Fuel Cell Application“ (Ref. 93 331). დოქტორანტი კვლევებში ჩაერთვება მიმდინარე სემესტრის დასაწყისიდან 3 წლის ვადით. გრანტის ფარგლებში დაფინანსდება მინიმუმ ერთი მივლინება (კოლაბორატორთან ვიზიტი გერმანიაში ან საერთაშორისო კონფერენცია). დოქტორანტის ხელფასი შეადგენს 220 ევროს.

პროექტის ფარგლებში განვითარებულ და შესწავლილ იქნება ახალი ტიპის პოლიმერ ელექტროლიტური მემბრანები, ასევე მოხდება საწვავ ელემენტებში (Fuel Cells) მათი გამოყენების პოტენციალის შესწავლა. პროექტის პარტნიორია მყარი სხეულების კვლევის მაქს პლანკის ინსტიტუტი, კერძოდ დრ. კ.დ კროიერის ჯგუფი.

კვალიფიკაცია: კანდიდატს უნდა გააჩნდეს მაგისტრის ხარისხი პოლიმერული ან ორგანული ქიმიის მიმართულებით, ფლობდეს ინგლისურ ენას, ჰქონდეს სინთეზის ლაბორატორიული უნარები და სპექტროსკოპიული მეთოდების ცოდნა.

მოვალეობები: ახალი არომატული ტიპის პოლიმერების სინთეზი და მათი კვლევა, პოლიმერების მოდიფიკაცია, პოლიმერებისა და მათი ნარევებისაგან მემბრანების დამზადება საწვავ ელემენტებში გამოსაცდელად.

დაინტერესებულმა პირებმა პირველ ეტაპზე გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ასოც. პროფ. გ. ტიტვინიძესთან g.titvinidze@agruni.edu.ge 1 სექტემბრამდე.

სადოქტორო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ნუცა ბათიაშვილი

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დეკანი

ტელ.: 577 729 909

ელ. ფოსტა: n.batiashvili@freeuni.edu.ge

პროფ. ნატო კობახიძე,

სადოქტორო სკოლის კოორდინატორი

ელ. ფოსტა: n.kobakhidze@agruni.edu.ge

 



Joint doctoral program of Free University of Tbilisi and Agricultural University of Georgia announces PhD student position within the VW funded project „Novel Polymer Electrolyte Membranes for Fuel Cell Application“ (Ref. 93 331). PhD student will be involved in the research project starting from the beginning of the academic year for 3 years. Within the grant one scientific visit will be financed (visit to collaborator or international conference). Stipend will be 220 Euro per month.

Within the project new polymer electrolyte membranes will be developed, investigated and tested their potential for fuel cell application. The partner of the project is Max Planck Institute for Solid State Research, namely Dr. K.D. Kreuer’s research group.

Qualification: candidate should hold a Master’s degree in polymer or organic chemistry, have good knowledge of English language and have a strong background in synthesis and spectroscopy.

Duties: synthesis of novel aromatic polymers and their investigation, modification of polymer materials, preparation of membranes from obtained polymers and their blends for further investigations in fuel cells.

In case of interest, please send your CV and motivation letter to Assoc. Prof. G. Titvinidze g.titvinidze@agruni.edu.ge until 1st of September.

For detailed information about doctoral program please contact:

Nutsa Batiashvili

Dean of the Graduate school

Tel: 577 729 909

e-mail: n.batiashvili@freeuni.edu.ge

Prof. Nato Kobakhidze

Coordinator of the Ph.D. school

n.kobakhidze@agruni.edu.ge

მსგავსი სიახლეები