ვახო კოხრეიძე სწავლას იტალიაში გააგრძელებს

23 ივლისი 2018

აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტი ვახო კოხრეიძე სწავლას იტალიაში, Universita Cattolica Del Sacro Cuore-ში გააგრძელებს.

ვახო Agricultural and Food Economics - Master of Science სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის.

უნივერსიტეტმა წლევანდელ მიღებაზე სწავლა მსოფლიოს მასშტაბით სულ ოთხ სტუდენტს დაუფინანსა და სწორედ ამ ოთხეულში მოხვდა ვახოც, რომელსაც პარარელურად დიდი ბრიტანეთიდანაც, კერძოდ, London South Bank University-დანაც ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა, საბოლოოდ მაინც იტალია აარჩია.

​ვახო კოხრეიძე ამჟამად სტაჟიორია ლუგარის ლაბორატორიაში. ასევე, ცოტა ხნის წინ გაიარა სტაჟირება აშშ-ის დაავადებათა კონტროლის სამხრეთ კავკასიის ოფისში (CDC).

მსგავსი სიახლეები