ვაზის ჯიშების გენომის სრული სეკვენირების პროექტის შედეგები

20 ნოემბერი 2017

კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში, კამპუსში, გაიმართა ქართული ვაზის ჯიშების გენომის სრული სეკვენირების პროექტის შედეგების პრეზენტაცია. პროფესორმა თეგიზ ბერიძემ მიმოიხილა პროექტის მიმდინარეობის პროცესი; ია ფიფიამ წარადგინა მოხსენება თემაზე: "ქართული ვაზის როლი და მნიშვნელობა მსოფლიო მევენახეობის ისტორიაში." ვაჟა ტაბიძემ კი ისაუბრა ქართული ვაზის ჯიშების გენომის სრული სეკვენირების პროექტის შესახებ. შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროფესორები, აკადემიკოსები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები.

მსგავსი სიახლეები