ვეფხისტყაოსნის არაბული თარგმანის პრეზენტაცია

19 აპრილი 2016

კახა ბენდუქიძის კვირეული გაიხსნა.

კვირეულის ფარგლებში კამპუსში გაიმართა “ვეფხისტყაოსნის” არაბული თარგმანის პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგინეს თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორმა გურამ ჩიქოვანმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეგვიპტეში, სირიაში, ლიბიასა და ტუნისში, საქართველოს წარმომადგენელმა არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში არჩილ ძულიაშვილმა და თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის არაბული ენის ლექტორმა თინათინ მხეიძემ.

კახა ბენდუქიძის კვირეული ტარდება 18-დან 23 აპრილის ჩათვლით.

ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები