Vet CT • ვეტ სითი კახა ბენდუქიძის კამპუსში
10 დეკემბერი 2025
საქართველოში პირველი ოფიციალურად დაარსებული წვრილი ცხოველების კომპიუტერული ტომოგრაფიის ცენტრი Vet CT • ვეტ სითი ფუნქციონირებს კახა ბენდუქიძის კამპუსში.
კომპიუტერული ტომოგრაფია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული დიაგნოსტიკური შემთხვევებისთვის. მისი უპირატესობები ტრადიციულ რენტგენთან შედარებით მოიცავს მაღალ რეზოლუციას, შრეობრივ გამოსახულებას და მთელ სხეულზე 3D რეკონსტრუქციის შესაძლებლობას, რაც სამკურნალო გეგმის უფრო ზუსტ შერჩევას და ქირურგიული ჩარევების უკეთ დაგეგმვას უზრუნველყოფს.
კახა ბენდუქიძის კამპუსში კომპიუტერული ტომოგრაფიის ცენტრის გახსნა ვეტერინარიუმს აძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო განვითარდეს დაავადებების დიაგნოსტირების სფეროში. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის ახალგაზრდა და დაინტერესებულ ვეტერინარებს კი საშუალებას აძლევს რადიოლოგია და თანამედროვე ვიზუალიზაციის მეთოდები უფრო საფუძვლიანად შეისწავლონ.
მსგავსი სიახლეები
03 აპრილი 2026
დიაბეტური კეტოაციდოზი კატაში
01 აპრილი 2026
საკურას ყვავილობა კახა ბენდუქიძის კამპუსში
28 მარტი 2026
პირველად საქართველოში ვეტერინარიუმში დაინერგა I-Lock Interlocking Nail System
24 მარტი 2026
PCR ტესტირება ვეტერინარიუმში ფასდაკლებით
23 მარტი 2026