ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების კვლევითი საქმიანობა
31 მარტი 2023
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი ახორციელებს 3-წლიან ფუნდამენტურ კვლევას ,,სხვადასხვა სპეციფიკურობის და მორფოტიპის ბაქტერიოფაგების ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის შესწავლა თაგვის მოდელზე ექსპერიმენტში".
მეცნიერ-მკვლევარების სტატუსით კვლევაში ჩართულები არიან უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ლანა მთვარელიძე, დაშა თორია, ხატია მოწყობილი. აგრარული უნივერსიტეტის მიერ დაშა თორია შეირჩა გასაუბრების შედეგად ერაზმუსის პროგრამის ფარგლებში და 2 სემესტრის განმავლობაში ის Estonian University of Life Sciences-ში სწავლობდა.
სამივე სტუდენტი საგრანტო თემაზე შეასრულებს თავის სამაგისტრო ნაშრომს.
პროექტის მენეჯერია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ბესო ლასარეიშვილი. ასევე, პროექტის განხორციელებაში ჩართულია პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის იმუნოლოგიის და ექსპერიმენტული თერაპიის კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი კრისტინა დაბროვსკა.
კვლევის თანამონაწილე დაწესებულებაა ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი და კვლევა ხორციელდება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტის ფარგლებში.
მსგავსი სიახლეები
15 ივნისი 2026
TPLO ოპერაცია
09 ივნისი 2026
ბლოკირებული ინტრამედულარული ღეროთი მოტეხილობის მკურნალობა
05 ივნისი 2026
ბარბარე ქურციკიძე ესტონეთში პროფესიულ გადამზადებას გაივლის
02 ივნისი 2026
მაჯის სახსრის ართროდეზის წარმატებული ოპერაცია ვეტერინარიუმში
26 მაისი 2026