ვეტერინარიუმის გუნდს თერაპიის მიმართულებით რიჩარდ თავდგირიძე შემოუერთდა

04 აპრილი 2026

ვეტერინარიუმის გუნდს თერაპიის მიმართულებით, ვეტერინარი ასისტენტის პოზიციაზე, შემოუერთდა რიჩარდ თავდგირიძე. 

რიჩარდი ასევე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტია და გამოირჩევა ერთ-ერთი საუკეთესო აკადემიური მოსწრებით.

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ესტონეთის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში, მან ერთი სემესტრი ისწავლა და ინტენსიური პროფესიული პრაქტიკა გაიარა ესტონეთში.

ესტონეთში სწავლის პერიოდში რიჩარდმა გაიარა ისეთი მნიშვნელოვანი დისციპლინები და კურსები, როგორიცაა: ენდოკრინოლოგია, წვრილი ცხოველების შინაგანი მედიცინა, ვეტერინარული რადიოლოგია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვეტერინარული პრაქტიკა და მენეჯმენტი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მან გაიარა ინტენსიური პრაქტიკული სწავლება წვრილი ცხოველების მედიცინაში ესტონეთის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც გამოცდილი ექიმები მენტორობას უწევდნენ, უზიარებდნენ ცოდნას და ხელს უწყობდნენ მისი პრაქტიკული უნარების განვითარებას.

რიჩარდი ვეტერინარიუმში მუშაობის პარალელურად აგრძელებს თავის სამაგისტრო კვლევაზე მუშაობას, რომელიც ეხება ნაწლავური ჩხირის სპეციფიკური BL-1 ბაქტერიოფაგის უსაფრთხოების, ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური პროფილის შესწავლას.

გარდა ამისა, რიჩარდი მონაწილეობას მიიღებს კომპანიონი ცხოველების შინაგანი მედიცინის ევროპის კონგრესში (36th ECVIM-CA Congress 2026), რომელიც გაიმართება 10-12 სექტემბერს ბერლინში. კონგრესის ფარგლებში ვეტერინარიის სფეროს წამყვანი წარმომადგენლები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია, ნეფროლოგია და უროლოგია, ონკოლოგია, ენდოკრინოლოგია, კარდიოლოგია და სხვა. კონგრესის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.ecvimcongress.org/

Richard