ვეტერინარიუმის ლაბორატორია ახორციელებს იმუნოფლუორესცენტულ ანალიზატორზე შესრულებულ ტესტებს
03 ნოემბერი 2024
აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა Veterinarium-ს თავის კლინიკური ლაბორატორია აქვს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოველთა დაავადებების ზუსტ დიაგნოსტირებაში და, ასევე, გამოიყენება სასწავლო მიზნებისათვის.
ვეტერინარიუმის კლინიკური ლაბორატორია ახორციელებს მრავალფეროვან ანალიზებს, მათ შორის, თანამედროვე იმუნოფლუორესცენტულ ანალიზატორზე შესრულებულ შემდეგ ტესტებს:
- c-CRP – C-რეაქტიული ცილა
- c-Progesterone – პროგესტერონი
- T4 – საერთო თიროქსინი
- TSH – თირეოტროპული ჰორმონი
- Cortizol – კორტიზოლი
- D-dimmer – D-დიმერი
- HBA1c – გლიკოზირებული ჰემოგლობინი
- CPL – ძაღლის პანკრეასული ლიპაზა
- FPL – კატის პანკრეასული ლიპაზა
- cNT-PRO BNP – ნატრიურეტული პეპტიდი
- fNT-PRO BNP – ნატრიურეტული პეპტიდი
ვეტერინარიუმის კლინიკურ ლაბორატორიას ხელმძღვანელობს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ეკატერინე ღვალაძე. ასევე, ეკატერინე 2005 წლიდან არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული ფართე პროფილის ექიმი ლაბორანტი სხვადასხვა პოზიციაზე 20-წლიანი სამუშაო გამოცდილებით.
მსგავსი სიახლეები
03 აპრილი 2026
დიაბეტური კეტოაციდოზი კატაში
28 მარტი 2026
პირველად საქართველოში ვეტერინარიუმში დაინერგა I-Lock Interlocking Nail System
24 მარტი 2026
PCR ტესტირება ვეტერინარიუმში ფასდაკლებით
23 მარტი 2026
კუჭში უცხო სხეულის წარმატებული ენდოსკოპიური ევაკუაცია
20 მარტი 2026