ვეტერინარიუმს წავი ესტუმრა
17 ივლისი 2024
გუშინ აგრარული უნივერსიტეტის კლინიკაში Veterinarium-ში შემოწმებაზე გვესტუმრა გაპუწული გოგო წავი თაია.
ერთ-ერთი კაშხლის დაცლისას მილში გაჭედილი იპოვეს. კაშხალი დღის ბოლოს აივსებოდა და მილი ისევ დაიტბორებოდა. შესაბამისად, ამოიყვანეს, ასეთ პაწაწინას ბუნებაში მარტო ვერ დააბრუნებდნენ, რადგან საკვებს თავისით ვერ მოიპოვებს, იყო ძალიან გამხდარი და ა.შ.
ვეტერინართან კონსულტაციების საფუძველზე 1-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, საბოლოო შემოწმებაზე ვეტერინარიუმში მოგვიყვანეს გარემოს დაცვის შესაბამის უწყებასთან შეთანხმებით. თაია ახლა უკეთ გრძნობს თავს.
მსგავსი სიახლეები
03 აპრილი 2026
დიაბეტური კეტოაციდოზი კატაში
01 აპრილი 2026
საკურას ყვავილობა კახა ბენდუქიძის კამპუსში
28 მარტი 2026
პირველად საქართველოში ვეტერინარიუმში დაინერგა I-Lock Interlocking Nail System
24 მარტი 2026
PCR ტესტირება ვეტერინარიუმში ფასდაკლებით
23 მარტი 2026