ვეტერინარიუმში ტარდება გასტროსკოპია Vetina ES3-ის გამოყენებით
12 ივლისი 2025
კლინიკა ვეტერინარიუმში ტარდება გასტროსკოპია თანამედროვე ვეტერინარული დრეკადი ენდოსკოპიური სისტემის – Vetina ES3-ის გამოყენებით.
გასტროსკოპია წარმოადგენს ენდოსკოპიურ დიაგნოსტიკურ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ვიზუალური შეფასება. ეს არაინვაზიური პროცედურა ფართოდ გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა პათოლოგიის იდენტიფიცირებისა და დიფერენცირების მიზნით, მათ შორის:
- ეროზიული ცვლილებები
- ანთებითი პროცესები
- ნეოპლაზიური წარმონაქმნები
- უცხო სხეულის არსებობა
გასტროსკოპიას ატარებს კლინიკა ვეტერინარიუმის მთავარი ვეტერინარი და ქირურგიის განყოფილების უფროსი, ლაშა-გიორგი ჯაფარიძე, რომელიც ფლობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხს, არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი და ქირურგიის საგნების ლექტორი.
ანესთეზიის პროცესზე ზრუნავს კლინიკის ანესთეზიოლოგი, ნათია რობაქიძე, რომელიც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტი. ნათიას დიდი პრაქტიკული გამოცდილება და სპეციალიზებული განათლება, მიღებული პოლონეთში, ესტონეთსა და იტალიაში, უზრუნველყოფს, რომ მის მიერ შემუშავებული ყოველი ანესთეზიური პროტოკოლი მაქსიმალურად იყოს მორგებული პაციენტის უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
✔️ინვაზიური ჩარევის მინიმალური დონე
✔️მაღალი დიაგნოსტიკური სიზუსტე
✔️თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა
– ყველა ეს ფაქტორი უზრუნველყოფს იმას, რომ კლინიკა ვეტერინარიუმში გასტროსკოპია წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევების დიაგნოსტირების ეფექტიან და უსაფრთხო გზას.
მსგავსი სიახლეები
03 აპრილი 2026
დიაბეტური კეტოაციდოზი კატაში
28 მარტი 2026
პირველად საქართველოში ვეტერინარიუმში დაინერგა I-Lock Interlocking Nail System
24 მარტი 2026
PCR ტესტირება ვეტერინარიუმში ფასდაკლებით
23 მარტი 2026
კუჭში უცხო სხეულის წარმატებული ენდოსკოპიური ევაკუაცია
20 მარტი 2026