ვეტერინარული სემინარი და ტრენინგი კამპუსში

01 ივნისი 2015

30-31 მაისს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში გაიმართა ვეტერინარული სემინარი და ტრეინინგები, რომლის ფარგლებშიც კამპუსს სტუმრობდა მსოფლიოში ცნობილი ვეტერინარი ჯეფრი იანგი (Jeffrey Young) და მისი გუნდი.

აღნიშნული პროექტი შედგა სუზი უძინგერისა (Susy Utzinger) და მისი საქველმოქმედო ფონდის დახმარებით.

აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა მადლობას უცდის ცხოველთა უფლებების კომიტეტსა და მის ხელმძღვანელს თინათინ ჭავჭავაძეს, რომელმაც ღონისძიების თანორგანიზების გარდა მედიატორის როლი შეასრულა ფონდსა და უნივერსიტეტს შორის.

მსგავსი სიახლეები