ვიტოლდ ბროსტოუ - სამრეწველო წყლების გამოყენება სოფლის მეურნეობაში

30 ივნისი 2015

29 ივნისს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ეგიდით (MNS) ჩატარდა პროფ. ვიტოლდ ბროსტოუს ლექცია "სამრეწველო წყლების გამოყენება სოფლის მეურნეობაში" - "Water for Agriculture from Industrial Wastewater"

ვიტოლდ ბროსტოუ არის ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის (აშშ) მასალათმცოდნეობის (Material Science) პროფესორი და ფიზიკის პროფესორი.

ამჟამად მუშაობს პრობლემებზე: ენერგიის გენერაცია დაბალტემპერატურული წყაროებიდან, მასალათა კომპიუტერული სიმულაცია, მოლეკულური დინამიკა, გამოსხივების ან მაგნიტური ველის გავლენა პოლიმერული კომპოზიტების თვისებებზე, თხევადი კრისტალები და სხვა.

ამჟამად ვიტოლდ ბროსტოუ არის მასალათმცოდნეობის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, აქვს მრავალი საერთაშორისო პრიზი და ჯილდო, არის არაერთი უცხოური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, რეგულარულად, ყოველ წელს ატარებს საერთაშორისო სიმპოზიუმებს სახელწოდებით "Polychar".

მსგავსი სიახლეები