წარმოების ეფექტიანობის ამაღლების ევროპული სტანდარტების იმპლემენტაცია საქართველოში
28 აპრილი 2015
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეტყევე-მეცნიერთა ჯგუფი პროფესორ თეიმურაზ კანდელაკის ხელმძღვანელობით ავსტრიელ ექსპერტებთან ერთად, ევროგაერთიანების საკორცესიუმო RERAM-ის პროექტის ფარგლებში თბილისის ხის გადამამუშავებელ და ავეჯის მწარმოებელ 5 კომპანიას ესტუმრა.
ჯგუფმა მეწარმეებს ტრენინგი ჩაუტარა.
ერთობრივი შესწავლის და დაკვირვების შედეგად გამოვლინდა მერქნული ნედლეულის, სხვადასხვა მასალებისა და ენერგო რესურსების გამოყენებაში არსებული ნაკლოვანებები და სუსტი ადგილები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებენ წარმოების ეფექტიანობას და შესაბამისად მათ შემოსავლიანობას.
მეწარმეებს გადაეცათ პირველადი რეკომენდაციები. გაწაულმა საქმიანობამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოგვიანებით გაიმართა კორცესიუმის სამეთვალყურეო საბჭოს მე-4 სხდომა, რომელმაც იმსჯელა პროექტის მომავალი წლის გეგმებზე. ასევე, ჩატარდა UNECE-FAO| RERAM-ის ერთობრივი კონფერენცია, რომლზეც პირველი სადისკუსიო მოხსენებით პროფესორი თეიმურაზ კანდელაკი წარდგა.
რამდენიმე დღის შემდეგ ჯგუფი ქუთაისს ეწვივია და ადგილობრივი ხის დამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერა.
სტუმრების შეფასებით RERAM-ის დღეები წარმატებით ჩატარდა.