Welcome Party - 2015

05 ოქტომბერი 2015

25 სექტემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ტრადიციული Welcome Party.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ: LOUDspeakers, The Mins, მესამე ნაპირი და Trotsky.

სტუდენტებს მიმართეს თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა - ვატო ლეჟავამ, სკოლების დეკანებმა და აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა - ლაშა გოცირიძემ, რომლებმაც დააჯილდოვეს საერთაშორისო და ეროვნულ ოლიმპიადებში მონაწილე და სკოლებში საუკეთესო ქულებით ჩარიცხული სტუდენტები. ასევე, დაჯილდოვდნენ საველე პრაქტიკის ფოტო-კონკურსის და სტუდენტური არჩევანის გამარჯვებულები.

ფავორიტი პირველკურსელები დააჯილდოვეს კერძო კომპანიების წარმოამდგენლებმა, რომლებმაც სასწავლო გრანტები და სხვადსახვა პრიზები გადასცეს სტუდენტებს.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები მადლობას უხდია ნZOOMMER-ს, უნიქარდი • Unicard-ს ლუდსახარში "ზედაზენი" • Brewery "Zedazeni"-ს, National Geographic საქართველო-ს და LLC MFO Credo (შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო)-ს სტუდენტებისთვის გადაცემული სასწავლო გრანტების და წამახალისებელი პრიზებისთვის.

მსგავსი სიახლეები