Welcome Party 2017

06 ოქტომბერი 2017

5 ოქტომბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ტრადიციული Welcome Party ჩატარდა. საღამოზე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა ვატო ლეჟავამ ადგილობრივ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის და საერთაშირისო ოლიმპიადაში მინაწილეობისთვის, პირველკურსელები - გიორგი ბუთბაია, ირაკლი შალიბაშვილი, ალექსანდრე ფიჩხაძე, ელენე კრავიშვილი და ლუკა ხიზანიშვილი სასწავლო გრანტებით დააჯილდოვა.
ასევე, კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდისგან ერთწლიანი სასწავლო გრანტი გადაეცა თავისუფალი უნივერსიტეტის 8-ვე პროგრამის ყველაზე მაღალქულიან პირველკურსელს: ბიზნესის სკოლა - ლუკა ზაქარაშვილი, გიორგი კვენეტაძე; აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი - ანი შუბითიძე; სამართლის სკოლა - ალექსანდრე ბოჭორიშვილი; MACS პრორგამირება - დაჩი კურცხალია; MACS ინჟინერია - მირიან მირიანაშვილი; ფიზიკის სკოლა - მარიამ არუსტაშვილი; მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა - მარიამ შანშაშვილი; VADS - ელიზავეტა ბოკერია.
კერძო კომპანიებმა კი აგრარული უნივერსიტეტის მაღალქულიან სტუდენტებს სრულად დაუფინანსეს პირველი კურსის სწავლის საფასური: ეფეს საქართველო - ლუდსახარში ნატახტარის რჩეული გახდა საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლის სტუდენტი - ჯაბა მარგალიტაშვილი.
აჭარა ჯგუფი, ქართული სასტუმროების ბრენდმა, Rooms Hotels-მა სწავლა დაუფინანსა აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის სტუდენტს - ანა ნარინდოშვილს.
საათებისა და აქსესუარების მაღაზიათა ქსელმა თაიმსმა საჩუქრები გადასცა - ლუკა ზაქარაშვილს, გიორგი კვეტენაძეს, მარიამ შანშაშვილს და ნინო ბერიშვილს.
TBC ბანკმა სასწავლო გრანტი გადასცა აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის სტუდენტს - ნინო ბერიშვილს და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სკოლის სტუდენტს - ხატია ჭალიძეს.
ასევე, Price Waterhouse Coopers-მა სწავლა დაუფინანსა აგრარული უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტს - მერაბ მახათაძეს.
Welcome 2017 წარმოადგინა პროექტმა ვიცი-მ ჯეოსელისგან. შესაბამისად, მაღალქულიანი სტუდენტები ჯეოსალმეაც დააჯილდოვა. ახალი მოდელის iPhone მიიღეს დაჩი კურცხალიამ და ანა ნარინდოშვილმა.
უნივერსიტეტების კანცლერმა, ალექსანდრე კაჭარავამ და სტუდენტებთან ურთირთობის კოორდინატორმა, შაკო თავაძემ სამასხოვრო პრიზებით დაჯილდოვეს საველე პრაქტიკის ფოტოკონკურსში გამარჯვებული სტუდენტები: საველე საქმიანობის ამსახველი ფოტო - ანა ნეფარიძე; ფოტო თავისუფალ თემაზე - მარია ანტონიანი; ჟიურის სიმპათია - ნანა ეჯიბია.
Welcome Party-ზე დაუკრეს: Bedford Falls, არა-მ და აჩო შენგელიამ (SHNGL).
საღამო მიყავდათ სტუდენტებს, რატი პერტიას და ლაიმა წურწუმიას.
უნივერსიტეტების ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის და სტუდეტების თანადაფინანსებისთვის.

#welcome2017 #freeuni #agruni

მსგავსი სიახლეები