Wendy's-ის მარკეტინგის მენეჯერი სტუმრად კამპუსში

28 აპრილი 2015

28 აპრილს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს კომპანია „Dunkin' Donuts-ის მარკეტინგის მენეჯერი და "Wendy's"-ის მარკეტინგის ჯგუფის წევრი - ელენე კოხრეიძე ესტუმრა.

სტუმარმა ისაუბრა თუ როგორ ხორციელდება კომპანიაში წარმატებული მარკეტინგული პროექტები, როგორ აითვისა ამ კომპანიამ საქართველოს ბაზარი, ასევე მიმოიხილა ბაზრის წილი და კონკურენტები.

შეხვედრის ბოლოს სტუმარმა უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს, ასევე მისცა რამდენიმე და საინტერესო რჩევა სწორი მარკეტინგული კამპანიის დასაგეგმად.

ლექციის ოგრანიზატორები იყვნენ აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტები: ქეთევან ქათიბაშვილი, მანანა მაისურაძე, რიმა ბასილაძე და ქეთევან ჩიგოშვილი.

შეხვედრა შედგა პროექტ "მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსში" ფარგლებში, რომელსაც აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავა ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები