წიგნი - აგრონიადაგმცოდნეობა

11 დეკემბერი 2019

რუსთაველის ფონდმა აგრარული უნივერსიტეტის მორიგი საგამომცემლო პროექტი დააფინანსა.

პროექტის სახელწოდება: აგრონიადაგმცოდნეობა

პროექტის ხელმძღვანელი: თენგიზ ურუშაძე

წიგნი წარმოადგენს ნიადაგმცოდნეობის ახალი მიმართულების დახასიათებას. წიგნის ავტორია პროფესორი თენგიზ ურუშაძე და წარმოადგენს მის მიერ მრავალი ათეული წლის საქართველოს ნიადაგების კვლევების შედეგს. მიმართულებამ მოიპივა საერთაშორისო აღიარება (პუბლიკაციები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, პრეზენტაციები კონგრესებზე. ბრაზილია, 2018).

წიგნში იხილება ისეთი საკითხები როგორიცაა ნიადაგის გენეზისი, მისი ცალკეული მაჩვენებლების დახასიათება, ნაყოფიერება და ეკოლოგიური ფუნქციები.

წიგნის ძირითადი ნაწილი ეხება საქართველოს ნიადაგების მრავალმხვრივ დახასიათებას, გეოგრაფიას და სასოფლო-სამეურნეო გამოყენების თავისებურებებს.

წიგნი განკუთვნილია სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიის დარგის ფართო წრეებისთვის და სტუდენტებისთვის.

მსგავსი სიახლეები