Windfor’s–ის წარმომადგენელები კამპუსში

23 მაისი 2016

23 მაისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს პროექტის ფარგლებში "მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსში" ეწვივნენ სარეკლამო კომპანია Windfor’s–ის წარმომადგენელები ლადო მალაზონია და ბექა მეფარიშვილი.

ლექციის თემა იყო: "The Best Job In The World” და შესაბამისად მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს მარკეტინგის სფეროში მუშაობის უპირატესობებზე.

ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო რეკლამაზე, როგორც ძირითად მარკეტინგული აქტივობაზე. ლექცის პირველ ნაწილში სტუმრებმა განიხილეს არაერთი რეკლამა, ხოლო მეორე ნაწილი კითხვა-პასუხს დაეთმო.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტირების სტუდენტები - ანი სირაძე, ნინო ბართია, ქეთიკუხალეიშვილი, ნინო კიპაროიძე და ერეკლე ჯაბადარი.

პროექტის ხელმძღვანელი - აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავა.

მსგავსი სიახლეები