Wissol petroleum Georgia–ს მარკეტინგის მენეჯერი კამპუსში
10 მაისი 2015
7 მაისს პროექტის „მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსში“ - ფარგლებში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს სტუმრად ეწვია კომპანია Wissol petroleum Georgia–ს მარკეტინგის მენეჯერი ნათია კვაჭანტირაძე.
ნათია კვაჭანტირაძემ დაამთავრა ამერიკული აკადემია თბილისში, 2005 წელს წავიდა ჰარვარდის უნივერსიტეტში სასწავლებლად, შემდეგ კი სამხეთ კორეაში სამუშაოდ.
ლექცია საინტერესო გამოვიდა. სტუმარმა ისაუბრა განათლებაზე აშშ-ში, ასევე სტუდენტებს სამხრეთ კორეაში მუშაობისას მიღებულ გამოცდილებაზეც მოუყვა.
შეხვედრის მეორე ნაწილი Wendy's-ისთვის გაკეთებულ PR კამპანიას დაეთმო. სტუმარმა კრეატივისა და მარკეტინგის უშუალო კავშირზეც გაამახვილა ყურადღება.
ლექციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები: მარიამ არჩვაძე, ნიკოლიზ გამყრელიძე, სოფო მესხი და ივანე მიქიაშვილი.
პროექტს " მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსში" ხელმძღვანელობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავა.