"Wrigley"-ის მარკეტინგის მენეჯერი სტუმრად კამპუსში

15 მაისი 2015

14 მაისს პროექტის „მარკეტინგის მენეჯერი სტუმრად კამპუსში"- ფარგლებში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს სტუმრად ეწვია კომპანია "Wrigley"-ის მარკეტინგის მენეჯრი ანა დონდუა.

სტუმარმა ისაუბრა კომპანია "Wrigley"-ის მიერ წარმოებულ პროდუქტებზე, ასევე სტუდენტებს უამბო კომპანიის შექმნის ისტორია, აჩვენა კომპანიის ყველაზე წარმატებული სარეკლამო რგოლი, ყურადღება გაამახვილა მარკეტინგზე და შეეხო კომპანიისა და მომხმარებლის ურთიერთობების სხვა დეტალებს.

შეხვედრის მოერე ნაწილი დაეთმო კითხვა პასუხს.

ლექციის ორგანიზატორები იყვნენ, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტები: ლევან ჩხატარაშვილი, გიორგი ჩხიკვაძე, ანა გერგედავა, გიორგი ბეგანაშვილი და ირაკლი გამახარია.

პროექტს „მარკეტინგის მენჯერები სტუმრად კამპუსში" ხელმძღვანელობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მარკეტინგის ლექტორი მარიამ ლეჟავა.

მსგავსი სიახლეები