ხილის ნედლად შენახვის ახალი ტექნოლოგიის შემუშავება და თეორიული დასაბუთება

07 დეკემბერი 2016

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა აგრარული უნივერსიტეტის კიდევ ერთმა პროექტმა "ხილის ნედლად შენახვის ახალი ტექნოლოგიის შემუშავება და თეორიული დასაბუთება".
 
პროექტის ბიუჯეტი 210 409 ლარია.
 
კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოში გავრცელებული თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი ხილის პერსპექტიული ჯიშების ნედლად შენახვის ახალი ტექნოლოგიის შემუშავება და თეორიული დასაბუთება, რომლის დროსაც შენახვის პროცესში მინიმუმამდე შემცირდება დანაკარგები და მნიშვნელოვნად გაიზრდება შენახვის ხანგრძლივობა ხარისხის მაჩვენებლების მაქსიმალურად შენარჩუნებით.
 
კვლევა ითვალისწინებს ახალი კომბინირებული პრეპარატის მიღებას, რომელიც უზრუნველყოფს მოსავლის აღების შემდგომ დამწიფების პროცესის შენელებას და მიკრობიოლოგიური სახის დანაკარგების მნიშვნელოვნად შემცირებას. ასევე ახალი ინტროდუცირებული ხილის: ვაშლის, ბალის, ქლიავის, ატმის, ასევე კენკროვანი კულტურების - მოცვის, ჟოლოსა და მარწყვის პერსპექტიული ჯიშების ბიოქიმიურ-ფიზიოლოგიური გამოკვლევას, შეფასებას კვებითი ღირებულების და შენახვისუნარიანობის თვალსაზრისით.
 
პროექტის ხელმძღვანელი: მერაბ ჟღენტი კვების პროდუქტების ტექნოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ - თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი
პროექტის კოორდინატორი: თამარ თურმანიძე
პროექტის ძირითადი პერსონალი: ლევან გულუა

მსგავსი სიახლეები