ყოველწლიური ოლიმპიადა ნიადაგმცოდნეობაში

02 ნოემბერი 2015

30 ოქტომბერს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის (დირექტორი აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე) ინიციატივით, ჩატარდა ყოველწლიური ოლიმპიადა ნიადაგმცოდნეობაში.

აგრარული უნივერსიტეტის გარდა ოლიმპიადაში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო, იაკობა გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელწმიფო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.

მონაწილეებს გადაეცათ სხვადასხვა ხარისხის სერტიფიკატები.

მსგავსი სიახლეები