ყვავილების ფესტივალი
25 მაისი 2013
26 მაისთან დაკავშირებით, თბილისი ყოველწლიურ ყვავილების ფესტივალს მასპინძლობს. სიონის სკვერი, ბამბის რიგი, შარდენი და კინოს მოედანი ყვავილებით არის მორთული. ფესტივალს 200-მდე მონაწილე ჰყავს და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. წელს პირველად ყვავილების ფესტივალში მონაწილეობას აგრარული უნივერსიტეტი მიიღებს. ჩვენი მობილური ლაბორატორია და ექსპერტები ფესტივალზე მოსულ ადამიანებს მცენარეთა დიაგნოზირებაში დაეხმარება. სერვისით სარგებლობა შეუძლია ყველას ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე.