ზაალ კოკაია - ტვინი და იმუნიტეტი
18 დეკემბერი 2014
კამპუსი აგრძელებს კახა ბენდუქიძის მემორიალური საჯარო ლექციების ციკლს.
რიგით მეორე ლექციას წაიკითხავს ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი (შვედეთი) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორი ზაალ კოკაია.
ლექცია - ტვინი და იმუნიტეტი - ეძღვნება იმუნიურ სისტემას და მის დამცველობით ფუქციებს ნერვულ სისტემასთან მიმართებაში. განხილული იქნება ის თავისებურებები, რაც აქვს ტვინის იმუნურ სისტემას, თუ როგორ იყენებს ტვინი იმუნურ უჯრედებს დაზიანებისგან თავის დასაცავად და აღდგენითი პროცესების გასაძლიერებლად.
ლექცია ჩატარდება ორშაბათს, 22 დეკემბერს, 16:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200).
დასწრება თავისუფალია.