ძაღლების გამოფენა

16 მაისი 2013

19 მაისს აგრარულ უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში ჩატარდა ყველა ჯიშის ძაღლის ღია გამოფენა. გამოფენის ორგანიზატორი აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად იყო ამიერკავკასიის საერთაშორისო ჰუმანიტარული კინოლოგიური ასოციაცია „იტკა“. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყვნენ ყველა ჯიშისა და კლუბის წევრი ძაღლები. გამოფენა საქველმოქმედო ხასიათის იყო. 

პირველად საქართველოში ამ გამოფენას დაესწრნენ ასოციაციის ძაღლების თერაპევტებიც და უნარშეზღუდული ადამიანები. 

კონკურსანტების მიერ შემოწირული თანხა მოხმარდება უნარშეზღუდულ ბავშვებს. 


შეგახსენებთ რომ, მსგავსი ტიპის გამოფენა პირველად 2012 წლის 26 თებერვალს ჩატარდა აგრარულ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული კინოლოგიური ასოციაციის ITKA-ს ორგანიზებით. ასოციაციის ხელმძღვანელთა, გარდა გამოფენის ჩატარებაში მონაწილეობა მიიღეს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორებმა და ლექტორებმა, და ასევე აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის მიმართულების სტუდენტებმა. სტუდენტებმა გაიარეს პირველი პრაქტიკა ძაღლების გამოფენა - ექსპერტიზაში. გამოფენის სურათები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/media/set/?set=a.368519393211168.84500.296986023697839&type=1

მსგავსი სიახლეები