ზვიად კაჭარავა სწავლას გერმანიაში გააგრძელებს
23 ივლისი 2018
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთიბლივი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი ზვიად კაჭარავა სწავლას გააგრძელებს ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე Polymer Material Science.
ზვიადი 20 აპრილიდან 30 სექტემრამდე სამეცნიერო სტაჟირებას გადის მემბრანების მწარმოებულ კომპანია FuMaTech-ში (გერმანია), რაც საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს, მყარი სხეულების კვლევის მაქს პლანკის ინსტიტუტსა და FuMaTech-ს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
ზვიადს 2 წლის განმავლობაში DAAD სრულად დაუფინანსებს სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს.