შპიცი ბიბი
14 ოქტომბერი 2025
ვეტერინარიუმში მოიყვანეს შპიცი ბიბი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში კარდიის არეში ჩაჭედილი ჰქონდა ქათმის მენჯის ძვალი.
მექანიკურმა ზემოქმედებამ საყლაპავის ლორწოვანი გარსის მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია, რაც პაციენტის სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს უქმნიდა. შესაბამისად, გადაწყდა დაუყოვნებლივი ენდოსკოპიური ჩარევის გაკეთება, კერძოდ, გასტროსკოპიის გზით უცხო სხეულის ევაკუაცია.
გასტროსკოპიამ ცხადყო, რომ უცხო სხეული მჭიდროდ იყო ჩაჭედილი კარდიის არეში და იწვევდა საყლაპავის სერიოზულ დაზიანებას. პროცედურის მიმდინარეობისას ბიბის განუვითარდა სპონტანური პნევმოთორაქსი, რაც იშვიათი, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში გართულებაა.
ბიბის მძიმე მდგომარეობის გამო კლინიკის ვეტერინარულმა გუნდმა ღამითაც კი დარჩენა გადაწყვიტა, რათა უზრუნველეყო ინტენსიური მონიტორინგი და შესაბამისი თერაპია. გამთენიისას პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, ხოლო ანესთეზიოლოგმა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში აკვირდებოდა მას, ბიბის გვერდით დაიძინა.
ინტენსიური მოვლისა და დროული, პროფესიული ჩარევის შედეგად, ბიბიმ სრულად გაიარა რეაბილიტაცია და ამჟამად თავს შესანიშნავად გრძნობს.
აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად გადამწყვეტია საყლაპავში ჩაჭედილი უცხო სხეულის დროული დიაგნოსტიკა და ენდოსკოპიური ან ქირურგიული ევაკუაცია. გართულების შემთხვევაშიც კი, სწრაფი რეაგირება, ინტენსიური თერაპია და გუნდის კოორდინირებული მუშაობა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენისა და სრული გამოჯანმრთელების შესაძლებლობას იძლევა.
გასტროსკოპია და გულმკერდის ღრუს დრენირება ჩატარდა ვეტერინარიუმის ქირურგიის განყოფილების უფროსის, ლაშა-გიორგი ჯაფარიძის მიერ. ანესთეზიის პროცესი და ღამის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი უზრუნველყოფილი იყო კლინიკის ანესთეზიოლოგის, ნათია რობაქიძის მიერ.
მსგავსი სიახლეები
15 თებერვალი 2026
აქცია მიუსაფარი ფისოებისთვის
13 თებერვალი 2026
პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი ახალგაზრდა ფისოში
12 თებერვალი 2026
ბიოფსია ვეტერინარიუმში - ზუსტი დიაგნოზისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი
09 თებერვალი 2026
პუდელი ჩაპის კლინიკური შემთხვევა
08 თებერვალი 2026