ENG GEO

Search form

აგრარული მეცნიერებები

თუ თქვენ გაინტერესებთ, გიყვართ ბუნება, ბუნებისმეტყველება და სიცოცხლე, მობრძანდი აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლაში. ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე კაცობრიობის მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრის შესაძლებლობებს - სურსათით უზრუნველყოფა, სასურსათო უსაფრთხოება და სურსათის უვნებლობა, როგორც საზოგადოების აუცილებელი მატერიალური პირობა, რომელიც უზრუნველყოფს დემოგრაფიულ, ეკოლოგიურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ინტელექტუალურ განვითარებას. ფაკულტეტზე მიღებული კვალიფიკაცია ყველაზე მრავალმხრივი და მოთხოვნადია.

თანამედროვე განათლების მიღებაში დაგეხმარებათ აგრარულ უნივერსიტეტში შექმნილი საუკეთესო სასწავლო აუდიტორიები და ლაბორატორიები, რომელშიც აითვისებთ ფუნდამენტალურ და გამოყენებით დისციპლინებს. შეიძენთ თანამედროვე ცოდნას და კვლევის უნარებს.

თქვენ გასწავლიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული და საქართველოში მოღვაწე აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საუკეთესო პროფესორები. ისინი წარმატებით მოღვაწეობენ ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტებში, გამოქვეყნებული აქვთ მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები.

თქვენ გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა თეორიულ ცოდნასთან ერთად საწარმოო პირობებში მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება. თანამედროვე ლაბორატორიების გარდა მოგემსახურებათ ფერმერული მეურნეობები, ფარმაცევტული ქარხანა, ღვინის ქარხნები, ბიოტექნოლოგიური ლაბორატორია, ვეტერინალური კლინიკა.  აქ მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნით შეძლებთ დაგეგმოთ მეურნეობა და წარმატებულად გაუძღვეთ მას.

თქვენ მასტერკლასებს ჩაგიტარებენ მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები, რაც მოგცემთ საშუალებას სწორად შეაფასოთ აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პრობლემები. მიიღოთ გადაწყვეტილებები კვების პროდუქტების ქიმიასა და უვნებლობის კონტროლზე, ცოცხალ ორგანიზმთა აგებულებაზე, წარმოშობაზე, ზრდასა და განვითარებაზე, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა წარმოშობაზე, ბიოლოგიასა და ეკოლოგიაზე, ტყეების დაცვაზე, აღდგენაზე და ლანდშაფტის დიზაინზე, დაუსვათ დიაგნოზი ცხოველებს და უმკურნალოთ მათ.

აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის  პროგრამები შედგენილია მსოფლიოს ისეთი წამყვანი უნივერსიტეტების მიხედვით, როგორიცაა:  მიჩიგანის (აშშ), კასელისა (გერმანია), ვაშინგტონის (აშშ), კორნელისა (აშშ) და კალიფორნიის (აშშ), აიოვასა (აშშ), ორეგონის (აშშ) და ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელ გამოყენებით მეცნიერებებათა (ავსტრია) უნივერსიტეტები.