აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლა

აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის აღწერა

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის მიზანს წარმოადგენს მომზადდეს აგრონომიის ბაკალავრი, რომელსაც ექნება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი თეორიული ცოდნა და პროფესიული უნარები. ეცოდინება საქართველოში და მსოფლიოში გავრცელებული ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათი კულტივირების აგროტექნიკური წესები და ნორმები, ასევე ბიოლოგიური და ეკოლოგიური ასპექტები.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტი ისწავლის საქართველოში და მსოფლიოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოშობასა და ბიოლოგიას; ნიადაგის ტიპებს, მათ ძირითად მახასიათებლებსა და დამუშავების მეთოდებს; ნიადაგის ნაყოფიერების მართვას; მცენარეთა მავნებლებსა და დაავადებებს, მათთან ბრძოლის საშუალებებს; მეხილეობის, მებოსტნეობის, მევენახეობისა და ორგანული სოფლის მეურნეობის საფუძვლებს, გაეცნობა მცენარეთა ახალი ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოყვანის თანამედროვე მეთოდებს.

აგრონომიის საბაკალავრო პროგრამა შედგენილია Michigan State University-ს (აშშ), Universuty of Kassel (გერმანია) და University of Natural Resources and Life Sciences-ის (ავსტრია) მსგავსი პროგრამების ანალიზის საფუძველზე.

საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - აგრონომიის ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება

პროგრამა მოიცავს აგროპროექტს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს უნივერსიტეტში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად მოჰყავთ სხვადასხვა ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურა. ამისათვის კახა ბენდუქიძის კამპუსში საირიგაციო სისტემით აღჭურვილი სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყო, რათა სტუდენტებს საშუალება ჰქონდეთ დააკვირდნენ ერთწლიანი კულტურების სრულ სავეგეტაციო ციკლს.

აგროპროექტის ფარგლებში სტუდენტებს მოსავალი მოჰყავთ ყველა აგროწესის დაცვით, რაც გულისხმობს ნაკვეთის დამუშავებას, რისკების შეფასებას, ბიუჯეტირებას, ნიადაგის ანალიზს, ნაყოფიერების მართვის გეგმის შემუშავებას, თესვას, მავნებლებსა და დაავადებებზე დაკვირვებას და შესაბამისი ბრძოლის ღონისძიებების გატარებას, მოსავლის აღება-დაბინავებას, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას.

სტუდენტები აგროპროექტის მიმდინარეობის დროს თავად არიან ჩართულნი, როგორც საველე, ასევე ლაბორატორიულ სამუშაოებში. აგროპროექტის დასაწყისში სტუდენტები თავად ირჩევენ სასურველ კულტურებს და ნაწილდებიან შესაბამის ნაკვეთში (მაგალითად: კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა, სიმინდი, ნესვი, საზამთრო, კარტოფილი).

სწავლების მნიშვნელოვანი დრო ლაბორატორიულ მეცადინეობებს ეთმობა და ეფუძნება ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას (learning-by-doing). ეს გულისხმობს, რომ თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალური სამუშაო ადგილი აქვს თანამედროვედ აღჭურვილ ლაბორატორიებში და დამოუკიდებლად, თავისი ხელით უწევს ექსპერიმენტის/ცდის/ანალიზის ჩატარება. ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

დასაქმების სფეროები

აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს ფართო დასაქმების არეალი, კერძოდ: სასათბურე ფერმერული მეურნეობები, აგროსაკონსულტაციო ცენტრები/კომპანიები, კვლევითი ინსტიტუტები და შესაბამისი პროფილის ლაბორატორიები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტთა გადამამუშავებელი კომპანიები, აგრარული არასამთავრობო ორგანიზაციები თუ საერთაშორისო პროექტები. გარდა ამისა, კურსდამთავრებულს შეეძლება თავად დააფუძნოს ფერმერული მეურნეობა.

კურიკულუმი

აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 240 კრედიტს, რაც გადანაწილებულია ქვემოთ მოყვანილ მოდულებში: 

  • საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად საუნივერსიტეტო საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას. 
  • მიმართულების ზოგადი განათლება - მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: ზოგადი ბიოლოგიის თეორიული და ლაბორატორიული კურსები, ზოგადი ქიმიის თეორიული და ლაბორატორიული კურსები, ზოგადი ფიზიკა, კალკულუსი, სტატისტიკა, ეკოლოგია.
  • მიმართულების საბაზო განათლება - მოდული მოიცავს აგრონომიის მიმართულების შესასწავლად საჭირო საბაზო საგნებს.
  • მიმართულების ძირითადი განათლება - მოდული მოიცავს აგრონომიის სფეროს შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ კურსებს. მოდული მოიცავს აგროპროექტს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს უნივერსიტეტში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად მოჰყავთ სხვადასხვა ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურა. აგროპროექტის ფარგლებში სტუდენტებს მოსავალი მოჰყავთ ყველა აგროწესის დაცვით, რაც გულისხმობს ნაკვეთის დამუშავებას, რისკების შეფასებას, ბიუჯეტირებას, ნიადაგის ანალიზს, ნაყოფიერების მართვის გეგმის შემუშავებას, თესვას, მავნებლებსა და დაავადებებზე დაკვირვებას და შესაბამისი ბრძოლის ღონისძიებების გატარებას, მოსავლის აღება-დაბინავებას, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას.
  • პრაქტიკული განათლება - მოდული მოიცავს მუშაობას ორგანიზაციაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სტაჟირებას გადიან ან მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციაში. სემესტრის ბოლოს სტუდენტები ამზადებენ მცირე რეპორტს, როგორ მუშაობდნენ და როგორ იყენებდნენ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას და უნარებს სხვადასხვა სიტუაციაში.
  • არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე.

მიღების პირობები 2023

კოდი:

0050101 Copy Code Copied!

ადგილების რაოდენობა: 100

ეროვნული გამოცდა წონა მისაღები ადგილი მინიმალური ზღვარი
ქართული ენა და ლიტერატურა 4
უცხო ენა 5
არჩევითი გამოცდა
ან მათემატიკა 3 24 40%
ან ისტორია 3 56
ან ქიმია 3 10 60%
ან ბიოლოგია 3 10 60%

საგნები

ქართული ენა და ლიტერატურა

საგნის წონა

4

მისაღები ადგილი

მინიმალური ზღვარი

უცხო ენა

საგნის წონა

5

მისაღები ადგილი

მინიმალური ზღვარი

ან მათემატიკა

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

24

მინიმალური ზღვარი

40%
ან ისტორია

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

56

მინიმალური ზღვარი

ან ქიმია

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

10

მინიმალური ზღვარი

60%
ან ბიოლოგია

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

10

მინიმალური ზღვარი

60%

სკოლის შესახებ

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლა ახორციელებს 2 პროგრამას:

  • აგრონომიის საბაკალავრო პროგრამას
  • ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამას

ასევე, აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლა ახორციელებს:

  • აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლასთან ერთად
  • აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამას ვეტერინარიის სკოლასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლასთან ერთად

აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით აკეთებენ ამოცანას, ცდას, ანალიზს. გარდა ამისა, ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის სტუდენტებს ლაბორატორიული/პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ კახა ბენდუქიძის კამპუსში განთავსებულ ქიმიის, ბიოლოგიის, მცენარეთა ბიოლოგიის, ფიზიკის და სხვა მიმართულების სასწავლო ლაბორატორიებში.

გარდა ამისა, სკოლა სასწავლო მიზნებისათვის იყენებს კამპუსის დენდროლოგიურ პარკსა და მუზეუმს. კამპუსის მუზეუმი აერთიანებს სხვადასხვა დარგის კოლექციებს, მათ შორის, დენდროლოგიის, ენტომოლოგიის, ნიადაგმცოდნეობის მიმართულებით.

კახა ბენდუქიძის კამპუსში მოეწყო საირიგაციო სისტემით აღჭურვილი სადემონსტრაციო ნაკვეთი, რათა სკოლის სტუდენტებს საშუალება ჰქონდეთ განახორციელონ აგრონომიის პროგრამით გათვალისწინებული აგროპროექტი და დააკვირდნენ ერთწლიანი კულტურების სრულ სავეგეტაციო ციკლს. სტუდენტები აგროპროექტის მიმდინარეობის დროს თავად არიან ჩართულნი, როგორც საველე, ასევე ლაბორატორიულ სამუშაოებში. აგროპროექტის დასაწყისში სტუდენტები თავად ირჩევენ სასურველ კულტურებს და ნაწილდებიან კამპუსის ტერიტორიაზე საირიგაციო სისტემით აღჭურვილ სადემონსტრაციო ნაკვეთში.

დეკანი

Თეო Ურუშაძე

თეო ურუშაძე

პროფესორი; აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის დეკანი

t.urushadze@agruni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Ნატო Კობახიძე

ნატო კობახიძე

პროფესორი; ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის პროგრამის ხელმძღვანელი

n.kobakhidze@agruni.edu.ge

კოორდინატორი

Დიანა Ხომასურიძე

დიანა ხომასურიძე

ასოცირებული პროფესორი; აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის კოორდინატორი; ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

d.khomasuridze@agruni.edu.ge