ბიზნესის სკოლა
test
test
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის აღწერა
2011 წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას (ESM) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. შედეგად, სრულიად განახლდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს ისეთი დამწყები, ფართო სპექტრის მენეჯერები და ანალიტიკოსები, რომელთაც ექნებათ ბიზნესის და ბიზნეს-პროექტების მართვისა და შეფასების ინსტრუმენტების საფუძვლიანი ცოდნა და ამავე დროს შეძლებენ მზარდ და დინამიურ ინდუსტრიებში დასაქმებას.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება ბიზნესის მართვის ძირითად პრინციპებს, გამოიმუშავებს ბაზარზე ორიენტირებულ ხედვას ბიზნესსა და მართვაზე. პროგრამა დიდწილად დაფუძნებულია ქეისებით სწავლის მეთოდზე და მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: ბიზნესის საწყისები და ბიზნესი მოქმედებაში, მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, ხარისხის მართვა, მიწოდების ჯაჭვის მართვა, ფინანსური აღრიცხვა, მენეჯერული აღრიცხვა, კორპორაციული ფინანსები, ახალი პროდუქტების განვითარება, პროექტის მართვა, მარკეტინგის მენეჯმენტი, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები და სხვა.
პროგრამაზე სწავლის ფარგლებში სტუდენტები მუშაობენ სხვადასხვა ქეისის ანალიზსა და გადაწყვეტაზე, ბიზნესის გეგმების შემუშავებაზე, პროექტების შემუშავებასა და წარდგენაზე, რაც ხელს უწყობს მათი ანალიტიკური და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.
კურიკულუმი
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 240 კრედიტს, რაც ქვემოთ მოყვანილ მოდულებში შემდეგნაირადაა გადანაწილებული:
- საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას.
- ბიზნესის საბაზო განათლება - ეს მოდული მოიცავს ბიზნესის სფეროს შესასწავლად საჭირო საბაზო საგნებს, მაგალითად: ბიზნესის სტატისტიკა, ექსელი ბიზნესისათვის, კალკულუსი, სამართლის საფუძვლები, სამართალი და ეკონომიკა, ბიზნესის ინგლისური და სხვა.
- ბიზნესის ძირითადი განათლება - ეს მოდული მოიცავს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს, მაგალითად: ბიზნესი მოქმედებაში, ბიზნესის სამართალი, გადაწყვეტილების მიღების მეთოდები, მენეჯმენტის საფუძვლები, ადამიანური რესურსების მართვა, ხარისხის მართვა, მიწოდების ჯაჭვის მართვა, მარკეტინგის მენეჯმენტი, კორპორაციული ფინანსები, დაბეგვრის საფუძვლები, ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები, ახალი პროდუქტების განვითარება და სხვა.
- პრაქტიკული განათლება - მოდული მოიცავს მუშაობას ორგანიზაციაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სტაჟირებას გადიან ან მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციაში. სემესტრის ბოლოს სტუდენტები ამზადებენ მცირე რეპორტს, როგორ მუშაობდნენ და როგორ იყენებდნენ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას და უნარებს სხვადასხვა სიტუაციაში.
- არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე.
მიღების პირობები 2024
კოდი:
0050106 Copied!ადგილების რაოდენობა: 45
ეროვნული გამოცდა | წონა | მისაღები ადგილი | მინიმალური ზღვარი |
---|---|---|---|
ქართული ენა და ლიტერატურა | 5 | ||
უცხო ენა | 5 | ||
არჩევითი გამოცდა | |||
ან მათემატიკა | 2 | 40 | |
ან ისტორია | 2 | 5 |
საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა
საგნის წონა
5მისაღები ადგილი
მინიმალური ზღვარი
უცხო ენა
საგნის წონა
5მისაღები ადგილი
მინიმალური ზღვარი
ან მათემატიკა
საგნის წონა
2მისაღები ადგილი
40მინიმალური ზღვარი
ან ისტორია
საგნის წონა
2მისაღები ადგილი
5მინიმალური ზღვარი
სკოლის შესახებ
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა ახორციელებს ორ აკრედიტებულ პროგრამას:
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
- თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა
2011 წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას (ESM) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. შედეგად, სრულიად განახლდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა. მასში გათვალისწინებულია დღევანდელი ბიზნესის სირთულეები და მათი დაძლევის გზები. სწავლის ასეთი მიდგომა ავითარებს პრობლემის დანახვისა და გადაჭრის უნარებს, კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას; ამზადებს სტუდენტებს ყოველდღიური გამოწვევებისათვის, რომლებიც ბიზნესის წარმოებას თან ახლავს.
მოგვიანებით კი ბიზნესის სკოლას დაემატა თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ინტერდისციპლინური ბუნებისაა და შედგენილია ამერიკის უნივერსიტეტების Liberal Arts-ის პროგრამების გათვალისწინებით და ეყრდნობა კლასიკურ ევროპულ განათლებას (Artes Liberales).
04 ივლისი 2024
თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის სტუდენტური გამოფენა
08 დეკემბერი 2023
ნათია გოგოტიძისა და თაკო სულაქველიძის საკურსო პროექტი
21 სექტემბერი 2023
ალექსანდრე გუჯაბიძე სწავლას აგრძელებს Central European University-ში
21 სექტემბერი 2023