საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლა

მშენებლობის საბაკალავრო პროგრამის აღწერა

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მშენებლობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული მშენებლობის დარგის კვალიფიციური ინჟინრის მომზადება, სტუდენტისთვის მშენებლობის დარგის ფართო თეორიული ცოდნის მიცემა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება. ასევე, პროგრამის მიზანია სტუდენტისათვის სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობების განხორციელების ძირითადი სამშენებლო-საინჟინრო მეთოდებსა და მექანიზმებში, საინჟინრო კონსტრუქციების პროექტირება-გაანგარიშებაში ცოდნის მიცემა. 

პროგრამის ათვისების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს:  

  • სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების დაპროექტებასა და მშენებლობის  განხორციელებას
  • შენობებში თბოაირმომარაგების და ვენტილაციის დანადგარების, აგრეთვე ელექტრო, წყალგაყვანილობის ქსელის დაპროექტებას
  • დაზიანებული ნაგებობების გამოკვლევას
  • შენობების მზიდი კონსტრუქციების, როგორც ცალკეული ელემენტების, ასევე მთლიანად ნაგებობის გაანგარიშებას და კვეთების შერჩევას
  • შენობების გაანგარიშებას სეისმომედეგობაზე

მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა ოპტიმალურად არის დაკომპლექტებული ზოგად საინჟინრო და სპეციალობის დისციპლინებით. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები მუშაობენ სხვადასხვა პროექტზე, რაც მიღებული ცოდნის გააზრებასა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას უწყობს ხელს. პროგრამის კომპონენტები და მათი ერთობლიობა უზრუნველყოფს სწავლის შედეგების მიღწევას და კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე.

საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - მშენებლობის ინჟინერიის ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება

სამშენებლო საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების (240 კრედიტი) დაახლოებით ნახევარი ემსახურება პროფესიული პრაქტიკული უნარების განვითარებას. პროგრამა დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას/ამოცანას. გარდა ამისა, პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

დასაქმების სფეროები

კურსდამთავრებულს, როგორც დამპროექტებელ და მმართველ ინჟინერს, ექნება დასაქმების მრავალმხრივი შესაძლებლობა სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ კომპანიებში, საპროექტო,  მშენებლობის ზედამხედველობის და ექსპერტიზის განმახორციელებელ ორგანიზაციებში.

კურიკულუმი

მშენებლობის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 240 კრედიტს, რაც ქვემოთ მოყვანილ მოდულებში შემდეგნაირადაა გადანაწილებული: 

  • საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად  საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას. 
  • ინჟინერიის საბაზო განათლება - მოდული მოიცავს სფეროს შესასწავლად საჭირო საბაზო საგნებს, მაგალითად: კალკულუსი, დიფერენციალური განტოლებები, ალბათობა და სტატისტიკა, ფიზიკის თეორიული და ლაბორატორიული კურსები, ქიმიის თეორიული და ლაბორატორიული კურსები, ინჟინერიის საფუძვლები.
  • ძირითადი განათლება - მოდული მოიცავს სფეროს შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ კურსებს, მაგალითად, როგორიცაა: საინჟინრო გრაფიკა, ტექნიკური მოდელირება, თეორიული მექანიკა, მასალათა გამძლეობა, სამშენებლო მექანიკა, ლითონის, ხის და პლასტმასის კონსტრუქციები, ქვისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, შენობა-ნაგებობათა არქიტექტურა, გათბობა და ვენტილაცია, საინჟინრო გეოდეზია და სხვა.
  • პრაქტიკული განათლება - მოდული მოიცავს მუშაობას ორგანიზაციაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სტაჟირებას გადიან ან მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციაში. სემესტრის ბოლოს სტუდენტები ამზადებენ მცირე რეპორტს, როგორ მუშაობდნენ და როგორ იყენებდნენ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას და უნარებს სხვადასხვა სიტუაციაში.
  • არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე. 

მიღების პირობები 2023

კოდი:

0050105 Copy Code Copied!

ადგილების რაოდენობა: 70

ეროვნული გამოცდა წონა მისაღები ადგილი მინიმალური ზღვარი
ქართული ენა და ლიტერატურა 4
უცხო ენა 5
არჩევითი გამოცდა
ან მათემატიკა 3 60 60%
ან ფიზიკა 3 10 60%

საგნები

ქართული ენა და ლიტერატურა

საგნის წონა

4

მისაღები ადგილი

მინიმალური ზღვარი

უცხო ენა

საგნის წონა

5

მისაღები ადგილი

მინიმალური ზღვარი

ან მათემატიკა

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

60

მინიმალური ზღვარი

60%
ან ფიზიკა

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

10

მინიმალური ზღვარი

60%

სკოლის შესახებ

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლა ახორციელებს 7 აკრედიტებულ პროგრამას:

  • ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
  • მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
  • მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა
  • ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა
  • მშენებლობის სამაგისტრო პროგრამა
  • ინჟინერიის სადოქტორო პროგრამა
  • მექანიკის ინჟინერიის სადოქტორო პროგრამა

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის პროგრამები შედგენილია თანამედროვე საინჟინრო მოთხოვნების გათვალისწინებით, საერთაშორისო უნივერსიტეტების: მიჩიგანის (აშშ), მისურის (აშშ), კალიფორნიისა (აშშ) და მიუნხენის (გერმანია) უნივერსიტეტების პროგრამების ანალიზის საფუძველზე. 

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას/ამოცანას. გარდა ამისა, პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობები სტუდენტთა მცირე ჯგუფებში ტარდება, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს კარგ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში.

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლას მჭიდრო კონტაქტები გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან, სადაც სტუდენტებს აქვთ საშუალება ჩაერთონ თანამედროვე საერთაშორისო დონის კვლევებში.

დეკანი

Ზაზა Მეტრეველი

ზაზა მეტრეველი

პროფესორი; საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის დეკანი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის დირექტორი

z.metreveli@agruni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Აკაკი Ფაღავა

აკაკი ფაღავა

პროფესორი; ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი

a.pagava@agruni.edu.ge
Მამუკა Ბენაშვილი

მამუკა ბენაშვილი

ასოცირებული პროფესორი; მექანიკის ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი

m.benashvili@agruni.edu.ge
Დაჩი Ჯუგაშვილი

დაჩი ჯუგაშვილი

მშენებლობის პროგრამის ხელმძღვანელი

d.jugashvili@agruni.edu.ge