ბიზნესის სკოლა
თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის აღწერა
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის მიზნებია:
- სტუდენტს მისცეს კლასიკური საბაზო უმაღლესი განათლება თავისუფალი მეცნიერებების პრინციპებზე დაყრდნობით, ხელი შეუწყოს სტუდენტის ჰარმონიულად განვითარებულ პიროვნებად ჩამოყალიბებას და დაეხმაროს სტუდენტს გაიფართოოს თვალსაწიერი.
- მოამზადოს სტუდენტი მენტალურად და უნარ-ჩვევებით სწრაფად ცვალებადი საზოგადოებრივი და ეკონომიკური გარემოებებისთვის, შრომითი ბაზრისთვის, ინდივიდუალური, ჯგუფური და პროფესიული კვალიფიციური საქმიანობისთვის.
- სტუდენტს განუვითაროს კლასიკური ფილოლოგიისა და მედიევისტიკის, სახვითი და პერფორმატიული [საშემსრულებლო] ხელოვნებების მეცნიერული კვლევისთვის აუცილებელი საბაზო უნარ-ჩვევები და ცოდნა და მოამზადოს შემდეგ აკადემიურ საფეხურზე, მაგისტრატურაში აკადემიური კვლევისთვის.
ისტორიული და თანამედროვეობის კონტექსტის გათვალისწინებით, თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა ეფუძნება: ანტიკურ და ევროპულ კულტურას, ქართველი ეროვნული მოღვაწეების ტრადიციულ აღზრდასა და განათლებას და თანამედროვე ამერიკულ წარმატებას.
პროგრამის ფარგლებში, “liberal arts-ის“ ტრადიციულ 4 ელემენტს - ა) სიტყვიერების, ბ) მათემატიკურ-ლოგიკური, გ) ვიზუალური და დ) მუსიკალური ხელოვნების ინტეგრირებულად სწავლების კლასიკურ სისტემას, ემატება კიდევ ორი ელემენტი, კერძოდ - ე) სამსახიობო და ვ) ეპისტემოლოგიური.
საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - თავისუფალ მეცნიერებათა ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.
დასაქმების სფეროები
თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ შემდეგი მიმართულებით:
- სახელოვნებო ცენტრები
- ვიზუალური ხელოვნება
- მედია
- სარეკლამო ინდუსტრია, მათ შორის კომუნიკაციის დიზაინი
- ინტერიერის დიზაინი
- კინო და ტელე-ინდუსტრია
ამასთან, კურსდამთავრებულს შეუძლია შეასრულოს საკონსულტაციო და შემოქმედებითი (კრეატიული) მენეჯერის ფუნქციები.
კურიკულუმი
თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 240 კრედიტს, რაც ქვემოთ მოყვანილ მოდულებში შემდეგნაირადაა გადანაწილებული:
- საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას.
- საბაზო განათლება - მოდული მოიცავს მიმართულების საბაზო განათლების ისეთ საგნებს, როგორებიცაა: რაოდენობრივი და სივრცითი აზროვნება, კითხვის სემინარები, არქიტექტურის ისტორია და საფუძვლები, მე-19 საუკუნის ფრანგული რომანი, კლასიკური ენების საფუძვლები, შესავალი ვიზუალურ ხელოვნებაში, პერფორმანსი და მეტყველება, ვიზუალურ და სივრცითი აზროვნება.
- ძირითადი განათლება - მოდული მოიცავს ფართო კლასიკური განათლებისა და სხვადასხვა უნარის გამოსავლენად და გასავითარებლად შემდეგი 4 მიმართულების საკითხებს: 1. ვიზუალური დისციპლინა: ა) აკადემიური ხატვა, ბ) არქიტექტურული პროექტირება და მაკეტირება, გ) ქანდაკება, დ) მხაზველობითი გეომეტრია, გეგმილური ხაზვა, პერსპექტივა და ჩრდილების აგება, აგრეთვე ევკლიდეს გეომეტრია. პერფორმატიული ხელოვნება: ა) სამსახიობო ოსტატობის ელემენტები, ბ) სასცენო მეტყველება, გ) საჯარო გამოსვლები, დ) სურვილის შემთხვევაში, დადგმა და სასცენო ხელოვნება. 3. კლასიკური სიტყვიერებისა და ფილოლოგიის დისციპლინები: ა) კლასიკური რეტორიკა, ბ) ლათინური და ძველი ბერძნული ენები, გ) დრამის თეორია და ლექსთწყობა [მეტრიკა], დ) ანტიკური და შუასაუკუნეების პირველადი წყაროებისა და მეორადი ლიტერატურის ფილოლოგიურ-კრიტიკული კითხვა. 4. აკადემიური კვლევა ჰუმანიტარიის, ხელოვნების, მედიევისტიკისა და ინტერდისციპლინური მიმართულებით.
- არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე.
მიღების პირობები 2024
კოდი:
0050107 Copied!ადგილების რაოდენობა: 30
ეროვნული გამოცდა | წონა | მისაღები ადგილი | მინიმალური ზღვარი |
---|---|---|---|
ქართული ენა და ლიტერატურა | 4 | ||
უცხო ენა | 5 | ||
არჩევითი გამოცდა | |||
ან მათემატიკა | 3 | 20 | |
ან ისტორია | 3 | 10 |
საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა
საგნის წონა
4მისაღები ადგილი
მინიმალური ზღვარი
უცხო ენა
საგნის წონა
5მისაღები ადგილი
მინიმალური ზღვარი
ან მათემატიკა
საგნის წონა
3მისაღები ადგილი
20მინიმალური ზღვარი
ან ისტორია
საგნის წონა
3მისაღები ადგილი
10მინიმალური ზღვარი
სკოლის შესახებ
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა ახორციელებს ორ აკრედიტებულ პროგრამას:
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
- თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა
2011 წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას (ESM) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. შედეგად, სრულიად განახლდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა. მასში გათვალისწინებულია დღევანდელი ბიზნესის სირთულეები და მათი დაძლევის გზები. სწავლის ასეთი მიდგომა ავითარებს პრობლემის დანახვისა და გადაჭრის უნარებს, კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას; ამზადებს სტუდენტებს ყოველდღიური გამოწვევებისათვის, რომლებიც ბიზნესის წარმოებას თან ახლავს.
მოგვიანებით კი ბიზნესის სკოლას დაემატა თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ინტერდისციპლინური ბუნებისაა და შედგენილია ამერიკის უნივერსიტეტების Liberal Arts-ის პროგრამების გათვალისწინებით და ეყრდნობა კლასიკურ ევროპულ განათლებას (Artes Liberales).
04 ივლისი 2024
თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის სტუდენტური გამოფენა
08 დეკემბერი 2023
ნათია გოგოტიძისა და თაკო სულაქველიძის საკურსო პროექტი
21 სექტემბერი 2023
ალექსანდრე გუჯაბიძე სწავლას აგრძელებს Central European University-ში
21 სექტემბერი 2023