სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა

მიღების პირობები

პროგრამაზე სწავლა დაიწყება 2024 წლის სექტემბერში, პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:

  • ელექტრონული რეგისტრაცია
  • გასაუბრება

რეგისტრაცია

პროგრამაზე დარეგისტრირებისათვის აუცილებელია ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის შევსება 20 ივლისის ჩათვლით. 

პროგრამის ღირებულება

პროგრამის ღირებულება შეადგენს 1 450 ლარს. შესაძლებელია სწავლის საფასურის 2 ნაწილად გადახდა: 750 ლარი სწავლის დაწყებამდე 1 კვირით ადრე, ხოლო 700 ლარი კი სწავლის დაწყებიდან 8 კვირის შემდეგ. 

ხანგრძლივობა და განრიგი

სასერტიფიკატო პროგრამის ხანგრძლივობაა დაახლოებით 4 თვე. ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი 4-ჯერ:

  • სამუშაო დღეებში ლექციები იწყება 19:00 საათიდან
  • შაბათს ლექციები შესაძლოა დაიწყოს 10:00 ან 11:00 საათიდან

პროგრამის აღწერა

საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა, კერძო სექტორთან პარტნიორობით, შეიმუშავა ახალი სასერტიფიკატო პროგრამა - სურსათის უვნებლობის მენეჯმენტი.

პროგრამის მიზანია შრომის ბაზარზე ორიენტირებული ცოდნის მქონე მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებიც დამოუკიდებლად ქმნიან, ნერგავენ, მართავენ და აუმჯობესებენ სურსათის უვნებლობის მართვის სისტემებს სურსათის წარმოების ჯაჭვში ჩართული ყველა ბიზნესოპერატორისათვის.

პროგრამა გამიზნულია მათთვის, ვინც:

  • დაინტერესებულია დასაქმდეს სურსათის უვნებლობის მენეჯერის/სპეციალისტის პოზიციაზე
  • უკვე  დასაქმებულია სურსათის უვნებლობის მიმართულებით და სურს გაიღრმაოს ცოდნა შემდგომი განვითარებისათვის
  • მუშაობს მენეჯერულ პოზიციაზე სურსათის წარმოების და მიწოდების ნებისმიერ ჯაჭვში ჩართულ ბიზნესოპერატორთან და სურს შეიძინოს ან გაიღრმაოს ცოდნა საქმის უკეთ წარმართვისა და დელეგირებისათვის

პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

საგნების ჩამონათვალი

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან შემდეგ საგნებს:

  • კომპიუტერული უნარები
  • მათემატიკის საფუძვლები
  • შესავალი სურსათის უვნებლობაში 
  • სურსათის მიკრობიოლოგია
  • სურსათის ქიმია
  • სურსათის საფრთხეები
  • პრერეკვიზიტული პროგრამები (GHP, GMP, GDP)
  • HACCP-ის სისტემა
  • მართვის ინსტრუმენტები და აუდიტი

სერტიტიკატი

პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტი მიიღებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერტიფიკატს. სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელია თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება.

საკონტაქტო ინფორმაცია

ჟუჟა ხაჭაპურიძე