საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლა

ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის აღწერა

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ინჟინერიის სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს ინჟინერიაში, კერძოდ, აგროინჟინერიაში, ავტომატიზაციასა და მართვის სისტემებში, მშენებლობაში, აგრეთვე მექანიკის ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, დოქტორანტი დაეუფლოს უახლეს მიღწევებზე დამყარებულ ცოდნას, შექმნას ახალი ცოდნა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მიღების შემდეგ, შეძლოს აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის განხორციელება, როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში და მათ სტრუქტურულ ერთეულებში, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

პროგრამა ითვალისწინებს თანამშრომლობას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებთან. პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს კარგ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში.

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლას მჭიდრო კონტაქტები გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან, სადაც სტუდენტებს აქვთ საშუალება ჩაერთონ თანამედროვე საერთაშორისო დონის კვლევებში.

სადოქტორო პროგრამა უზრუნველყოფს დოქტორანტებს შორის იმ აუცილებელი, ზოგადი უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და ისეთი აკადემიური გარემოს უზრუნველყოფას, რომელიც მნიშვნელოვანია, ინოვაციური კვლევების წარმოებისა და ახალი საერთაშორისო სამეცნიერო ღირებულების მქონე ცოდნის შექმნისათვის.

ეს პრინციპი აისახება პროგრამის ინდივიდუალიზებულ მიდგომაში, რაც მკაფიოდ არის გამოხატული კურიკულუმის სტრუქტურასა და შინაარსში ისევე, როგორც სასწავლო პროცესის დაგეგმვის სპეციფიკაში.

სადოქტორო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - ინჟინერიის დოქტორი. პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი.

კურიკულუმი

ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს ორ კომპონენტს: სასწავლო და კვლევითი კომპონენტებს. სასწავლო კომპონენტი მოიცავს 40 კრედიტს.

სასწავლო კომპონენტი მოიცავს:

  • აკადემიური წერას დოქტორანტებისთვის
  • სადისერტაციო კვლევის მომზადებას
  • რაოდენობრივ კვლევის მეთოდებს
  • სამეცნიერო პროექტების მენეჯმენტს
  • სწავლებას უმაღლეს განათლების სისტემაში
  • სადოქტორო სემინარებს

სასწავლო კომპონენტი, ერთი მხრივ, მოიცავს კურსებს, რომლებიც მიზნად ისახავს დოქტორანტის მეთოდოლოგიური ინსტრუმენტებით აღჭურვას და სადისერტაციო კვლევის დაგეგმვასა და განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.

მეორე მხრივ, სასწავლო კომპონენტი მოიცავს კურსებს, რომლებიც უზრუნველყოფს დოქტორანტის სადისერტაციო თემის შესაბამის დარგებსა და ქვედარგებში ცოდნის გაღრმავებას და შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო ლიტერატურის სიღრმისეულ დამუშავებას. ამ მხრივ, დოქტორანტების ინტერესებზე ინდივიდუალურად მორგებული კომპონენტებია დოქტორანტის ინდივიდუალური სემინარი, რომელიც ხელმძღვანელთან მუშაობისა და ინდივიდუალური კვლევის პარალელურად შესაძლებლობას აძლევს დოქტორანტს, კონკრეტული დარგის, ქვედარგის ან ინტერდისციპლინური პრობლემატიკის მიმართულებით (თემის სპეციფიკიდან გამომდინარე) დაამუშაოს ლიტერატურა, გაიღრმაოს ცოდნა და ამ ლიტერატურის და თეორიების ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს კონკრეტულად მისი თემისთვის რელევანტური კონცეპტუალური აპარატი და მეთოდოლოგიური ჩარჩო. 

კვლევითი კომპონენტი გულისხმობს დოქტორანტის მიერ დისერტაციის თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო მასალის მოძიებას და გაცნობას, არსებული ცოდნის მიმოხილვას, ჰიპოთეზის ჩამოყალიბებასა და ტესტირებას, მონაცემების შეგროვებას, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზს, სადისერტაციო ნაშრომის შესრულებას, პრეზენტაციას და დაცვას (სამეცნიერო შეკითხვები, კამათი). კვლევითი კომპონენტი ასევე მოიცავს სტატიის სავალდებულო გამოქვეყნებას კვლევითი კომპონენტის შესრულებისათვის.

პროგრამა, კვლევითი კომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოფს, რომ დოქტორანტებს ჰქონდეთ სხვადასხვა დარგის და ქვედარგის სპეციალისტებთან მუდმივი ინტერაქციის შესაძლებლობა და სადოქტორო კვლევაზე მუშაობის პროცესში, მუდმივად შეეძლოთ უკუკავშირის მიღება მათი და/ან მომიჯნავე დარგის პროფესორებისგან.

როგორ ჩავაბაროთ ინჟინერიის სადოქტორო პროგრამაზე 2023 წელს?

დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

  • შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (ივსება ელექტრონულად);
  • CV
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
  • ელექტრონული ფოტოსურათი ზომით 3X4 სმ
  • მაგისტრის ან  მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
  • სამოტივაციო წერილი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1250 სიტყვას და უნდა მოიცავდეს:
    • კვლევის საგანს;
    • საკვლევი თემის აღწერას და საკვლევი საკითხის მნიშვნელობის დასაბუთებას;
    • სამეცნიერო მეთოდოლოგიის აღწერას.
  • ინგლისური ენის არანაკლებ B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (ასეთის არსებობს შემთხვევაში). ვისაც მსგავსი დოკუმენტი არ გაქვთ ან დოკუმენტს ვადა გაუვიდა, საჭიროა გაიაროთ ტესტირება ინგლისურ ენაში.

ყურადღება მიაქციეთ, რომ აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონულ ფორმატში. ამისთვის, უნდა ჩამოტვირთოთ სარეგისტრაციო ფორმა, PDF-ის ერთ ფაილში გააერთიანოთ ყველა დოკუმენტი  და გამოაგზავნოთ მისამართზე phd.application@agruni.edu.ge.

მიღების პროცედურა

  • ტესტირება ინგლისურ ენაში, რომლის მიზანია კანდიდატის მიერ ინგლისური ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის შემოწმება.
  • ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ, თქვენ გაივლით გასაუბრებას. გასაუბრების მიზანია, უნივერსიტეტი გაეცნოს თქვენს აკადემიურ მიღწევებს, არჩეული სფეროს შესახებ ცოდნას და მოტივაციას.

სკოლის შესახებ

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლა ახორციელებს 7 აკრედიტებულ პროგრამას:

  • ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
  • მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
  • მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა
  • ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა
  • მშენებლობის სამაგისტრო პროგრამა
  • ინჟინერიის სადოქტორო პროგრამა
  • მექანიკის ინჟინერიის სადოქტორო პროგრამა

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის პროგრამები შედგენილია თანამედროვე საინჟინრო მოთხოვნების გათვალისწინებით, საერთაშორისო უნივერსიტეტების: მიჩიგანის (აშშ), მისურის (აშშ), კალიფორნიისა (აშშ) და მიუნხენის (გერმანია) უნივერსიტეტების პროგრამების ანალიზის საფუძველზე. 

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას/ამოცანას. გარდა ამისა, პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობები სტუდენტთა მცირე ჯგუფებში ტარდება, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს კარგ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში.

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლას მჭიდრო კონტაქტები გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან, სადაც სტუდენტებს აქვთ საშუალება ჩაერთონ თანამედროვე საერთაშორისო დონის კვლევებში.

დეკანი

Ზაზა Მეტრეველი

ზაზა მეტრეველი

პროფესორი; საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის დეკანი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის დირექტორი

z.metreveli@agruni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Აკაკი Ფაღავა

აკაკი ფაღავა

პროფესორი; ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი

a.pagava@agruni.edu.ge
Მამუკა Ბენაშვილი

მამუკა ბენაშვილი

ასოცირებული პროფესორი; მექანიკის ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი

m.benashvili@agruni.edu.ge
Დაჩი Ჯუგაშვილი

დაჩი ჯუგაშვილი

მშენებლობის პროგრამის ხელმძღვანელი

d.jugashvili@agruni.edu.ge