საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლა

ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის აღწერა

ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის მიზანს წარმოადგენს მომზადდეს მაგისტრი, რომელსაც ექნება საინჟინრო დისციპლინების და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამის სპეციალიზაციებში თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რათა წარმართოს მრავალმხრივი, კომპლექსური საქმიანობა. მყარი საბაზისო ცოდნითა და დროის შესატყვისი უნარებით აღჭურვილი ადვილად შეძლებს დინამიკურად ცვალებად გარემოში ორიენტირებას და ამ გარემოსთან ადაპტაციას, გაცნობიერებული ექნება ახალი ორიგინალური იდეების შემუშავებისა და განხორციელების როლი.

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაგისტრი, რომელსაც ექნება ცოდნა: მიმართულების თეორიულ საფუძვლებში; მასობრივი მომსახურების თეორიაში, რომელიც დაფუძნებულია ალბათური მოდელების და პროცესების წრფივი მათემატიკური მოდელების აგების პრინციპებზე; თანამედროვე საწარმოების, ოფისებისა და შენობების კომპიუტერული ქსელების შესაქმნელად, გასამართად და გამოსაცდელად; ექნება თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ელექტრული და ელექტრონული სქემების სინთეზის და ანალიზის მეთოდებში, მათი გაანგარიშების და მოდელირების საერთაშორისოდ მიღებულ გამოყენებით პროგრამებში, თანამედროვე საწარმოების, ოფისების და შენობების უწყვეტი ენერგომომარაგების სისტემის დაპროექტებაში, რეალიზაციასა და გამოცდაში, ამ სისტემების მონიტორინგში.

მიმართულებას აქვს მჭიდრო კონტაქტები გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ თანამედროვე საერთაშორისო დონის კვლევებში.

ელექტრონული და კომპიუტერული სამაგისტრო პროგრამას აქვს ორი კონცენტრაცია:

  • ავტომატიზებული მართვის სისტემები
  • კომპიუტერული ინჟინერია

სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - ელექტრონული ინჟინერიის მაგისტრი. სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობაა 2 წელი.

ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება

ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას/ამოცანას. გარდა ამისა, პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობები სტუდენტთა მცირე ჯგუფებში ტარდება, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

კურიკულუმი

ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 120 კრედიტს, რაც გადანაწილებულია ქვემოთ მოყვანილ მოდულებში: 

  • ინჟინერიის საერთო მოდული - მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: კვლევის მეთოდოლოგია, მონაცემთა ანალიზი, მათემატიკური მოდელირება, საინჟინრო გაზომვის თანამედროვე მეთოდები და სხვა.
  • კონცენტრაცია - მოდული მოიცავს კონცენტრაციასთან დაკავშირებულ საგნებს. მაგისტრანტმა უნდა აირჩიოს ორი კონცენტრაციიდან ერთ-ერთი: ავტომატიზებული მართვის სისტემები ან კომპიუტერული ინჟინერია.
  • არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები ნებისმიერი სხვა პროგრამის კურიკულუმიდან.

გარდა მოდულებისა, სამაგისტრო პროგრამა მოიცავს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებასა და დაცვას.

როგორ ჩავაბაროთ ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამაზე 2023 წელს?

2023-2024 სასწავლო წელს პროგრამაზე მიიღება 20 მაგისტრანტი.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდებზე გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს
  • სასურველია ფლობდეს ინგლისურ ენას A2 (Pre-intermediate) დონეზე

მიღების პროცედურა

  • რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე (www.naec.ge)
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება
  • რეგისტრაცია აგრარული უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 10 სექტემბრის ჩათვლით
  • გასაუბრება აგრარულ უნივერსიტეტში, სპეციალობის მიხედვით მოცემული განრიგით:
    • ავტომატიზებული მართვის სისტემები - 12 სექტემბერი, 11:00 სთ, აუდიტორია 317
    • კომპიუტერული ინჟინერია - 12 სექტემბერი, 13:00 სთ, აუდიტორია 317

შერჩევის კრიტერიუმები

მაგისტრანტობის კანდიდატის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მიღებული ქულის კოეფიციენტი არის 0, ხოლო აგრარული უნივერსიტეტის გასაუბრების კოეფიციენტი არის 100.

სწავლის საფასური

სამაგისტრო პროგრამაზე, 2023 წლის მიღების სწავლის საფასური არის წელიწადში 3350 ლარი.

სკოლის შესახებ

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლა ახორციელებს 7 აკრედიტებულ პროგრამას:

  • ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
  • მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
  • მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა
  • ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა
  • მშენებლობის სამაგისტრო პროგრამა
  • ინჟინერიის სადოქტორო პროგრამა
  • მექანიკის ინჟინერიის სადოქტორო პროგრამა

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის პროგრამები შედგენილია თანამედროვე საინჟინრო მოთხოვნების გათვალისწინებით, საერთაშორისო უნივერსიტეტების: მიჩიგანის (აშშ), მისურის (აშშ), კალიფორნიისა (აშშ) და მიუნხენის (გერმანია) უნივერსიტეტების პროგრამების ანალიზის საფუძველზე. 

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას/ამოცანას. გარდა ამისა, პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობები სტუდენტთა მცირე ჯგუფებში ტარდება, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს კარგ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში.

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლას მჭიდრო კონტაქტები გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან, სადაც სტუდენტებს აქვთ საშუალება ჩაერთონ თანამედროვე საერთაშორისო დონის კვლევებში.

დეკანი

Ზაზა Მეტრეველი

ზაზა მეტრეველი

პროფესორი; საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის დეკანი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის დირექტორი

z.metreveli@agruni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Აკაკი Ფაღავა

აკაკი ფაღავა

პროფესორი; ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი

a.pagava@agruni.edu.ge
Მამუკა Ბენაშვილი

მამუკა ბენაშვილი

ასოცირებული პროფესორი; მექანიკის ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი

m.benashvili@agruni.edu.ge
Დაჩი Ჯუგაშვილი

დაჩი ჯუგაშვილი

მშენებლობის პროგრამის ხელმძღვანელი

d.jugashvili@agruni.edu.ge