საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა

სურსათის ტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამის აღწერა

სურსათის ტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური მაგისტრი, რომელსაც ექნება სურსათის წარმოების ტექნოლოგიის სფეროში ღრმა და სისტემური ცოდნა. პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის სურსათის წარმოების პროცესებისა და აპარატების, სურსათის ფიზიკური და ქიმიური კომპონენტების, ბიოლოგიური პარამეტრებისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის მეთოდების სიღრმისეულ სწავლებას. ამასთან ერთად, პროგრამა მიზნად ისახავს, რომ კურსდამთავრებულებმა დამოუკიდებლად შეიმუშაონ და/ან განავითარონ სასურსათო პროდუქტები კონკრეტული ბაზრის ან კვების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, სამომხმარებლო ტენდენციებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების ინტეგრირებით, ექსპერიმენტული დიზაინისა და სენსორული შეფასების ტექნიკის გამოყენებით.

პროგრამის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში.

სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - სურსათის ტექნოლოგიის მაგისტრი. სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობაა 2 წელი.

ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება

სურსათის ტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სწავლების მნიშვნელოვანი დრო ლაბორატორიულ მეცადინეობებს ეთმობა და ეფუძნება ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას (learning by doing). ეს გულისხმობს, რომ თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალური სამუშაო ადგილი აქვს თანამედროვედ აღჭურვილ ლაბორატორიებში და ინდივიდუალურად ატარებს ექსპერიმენტს/ცდას/ანალიზს. ლაბორატორიული მეცადინეობები ტარდება სტუდენტთა მცირე ჯგუფებში, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

კურიკულუმი

სურსათის ტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 120 კრედიტს, რაც გადანაწილებულია ქვემოთ მოყვანილ მოდულებში:

  • ზოგადი მოდული - მოდული მოიცავს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტისთვის საჭირო საგნებს, როგორიცაა: კვლევის მეთოდოლოგია, მონაცემთა ანალიზი და სხვა.
  • სპეციალობის განათლება- მოდული მოიცავს სურსათის ტექნოლოგიის სპეციალობის შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს.
  • არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები ნებისმიერი სხვა პროგრამის კურიკულუმიდან.

გარდა მოდულებისა, სამაგისტრო პროგრამა მოიცავს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებასა და დაცვას.

როგორ ჩავაბაროთ აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე 2025 წელს?

2025-2026 სასწავლო წელს პროგრამაზე მიიღება 58 მაგისტრანტი.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდებზე გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს
  • სასურველია ფლობდეს ინგლისურ ენას A2 (Pre-intermediate) დონეზე

მიღების პროცედურა

  • რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე (www.naec.ge)
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება
  • რეგისტრაცია აგრარული უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე
  • გასაუბრება აგრარულ უნივერსიტეტში 1 სექტემბერს, სპეციალობების მიხედვით:
    11:00 — სასურსათო ტექნოლოგია, მცირე საკონფერენციო დარბაზი (ბიბლიოთეკის შენობა)
    14:00 — აგრონომია, მცირე საკონფერენციო დარბაზი (ბიბლიოთეკის შენობა)
    15:00 — სატყეო საქმე, მცირე საკონფერენციო დარბაზი (ბიბლიოთეკის შენობა)

    11 სექტემბერი

  • 13:00 — სპეციალობა „სასურსათო ტექნოლოგია“.

შერჩევის კრიტერიუმები

აგრონომიისა და სატყეო საქმის მიმართულებით ჩატარდება ზოგადი გასაუბრება.

სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით გასაუბრება შეეხება კვების ტექნოლოგიის ზოგად პროცესებს და აგრეთვე, ზოგადი ფიზიკის, ზოგადი ქიმიისა და მათემატიკის საკითხებს ბაკალავრიატის საწყისი კურსების დონეზე.

მაგისტრანტობის კანდიდატის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მიღებული ქულის კოეფიციენტი არის 0, ხოლო აგრარული უნივერსიტეტის გასაუბრების კოეფიციენტი არის 100.

სწავლის საფასური

სამაგისტრო პროგრამაზე, 2025 წლის მიღების სწავლის საფასური არის წელიწადში 3350 ლარი.

სკოლის შესახებ

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა ახორციელებს 6 პროგრამას:

  • ქიმიის საბაკალავრო პროგრამას
  • ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამას
  • სურსათის ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამას
  • მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამას
  • სურსათის ტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამას
  • სურსათის ტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამას

ასევე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა ახორციელებს შემდეგ ერთობლივ პროგრამებს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა
  • ქიმიის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა
  • ბიოლოგიის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა
  • ფიზიკის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით აკეთებენ ამოცანას, ცდას, ანალიზს. გარდა ამისა, ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის სტუდენტებს ლაბორატორიული/პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ კახა ბენდუქიძის კამპუსში განთავსებულ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, კვების ტექნოლოგიის, მიკრობიოლოგიის და სხვა მიმართულების სასწავლო ლაბორატორიებში.

მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტებს ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები ასევე უტარდებათ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიასა და მარანში, სადაც ისინი ამზადებენ თავიანთ საავტორო ღვინოებს, რომლებიც წარმოადგენენ მათი დამოუკიდებელი მუშაობის შედეგს.

სურსათის ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები კამპუსის სასწავლო ლაბორატორიების გარდა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაშიც უტარდებათ.

ასევე, სკოლის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ბაკალავრის საფეხურიდანვე ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში, სურვილის შემთხვევაში. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის კი კარგი შესაძლებლობაა მეცნიერებთან ერთად აკეთონ სიღრმისეული კვლევა.

დეკანი

Ელიზბარ Ელიზბარაშვილი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

პროფესორი; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის დეკანი

e.elizbarashvili@agruni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Რევაზ Კორაშვილი

რევაზ კორაშვილი

პროფესორი; ქიმიის პროგრამის ხელმძღვანელი

r.korashvili@agruni.edu.ge
Გიორგი Მუსხელიშვილი

გიორგი მუსხელიშვილი

პროფესორი; ბიოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი

g.muskhelishvili@agruni.edu.ge
Ნინა Კულიკოვა

ნინა კულიკოვა

პროფესორი; უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის თანადირექტორი

n.kulikova@agruni.edu.ge
Ჟუჟა Ხაჭაპურიძე

ჟუჟა ხაჭაპურიძე

ასისტენტ-პროფესორი; სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი

zh.khachapuridze@agruni.edu.ge
Ანა Გოდაბრელიძე

ანა გოდაბრელიძე

ასოცირებული პროფესორი; მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

a.godabrelidze@agruni.edu.ge

კოორდინატორი

Ეთერ Შამუგია

ეთო შამუგია

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის კოორდინატორი

e.shamugia@agruni.edu.ge