აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლა
ლანდშაფტის მენეჯმენტის და სატყეო საქმის სამაგისტრო პროგრამის აღწერა
ლანდშაფტის მენეჯმენტის და სატყეო საქმის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს სატყეო საქმის მაგისტრი, რომელსაც ექნება სატყეო საქმის სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, შეეძლება ტყის რესურსების მდგრადი მართვის, რაციონალური ბუნებათსარგებლობისა და კვლავწარმოებისთვის პრობლემების გადაჭრისთვის ახალი, ორიგინალური გზების შემუშავება და კვლევების დამოუკიდებლად წარმართვა უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით, ასევე შეეძლება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობა და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელება.
პროგრამის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში.
სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - სატყეო საქმის მაგისტრი. სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობაა 2 წელი.
ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება
ლანდშაფტის მენეჯმენტის და სატყეო საქმის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სწავლების მნიშვნელოვანი დრო ლაბორატორიულ მეცადინეობებს ეთმობა და ეფუძნება ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას (learning by doing). ეს გულისხმობს, რომ თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალური სამუშაო ადგილი აქვს თანამედროვედ აღჭურვილ ლაბორატორიებში და ინდივიდუალურად ატარებს ექსპერიმენტს/ცდას/ანალიზს. ლაბორატორიული მეცადინეობები ტარდება სტუდენტთა მცირე ჯგუფებში, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.
კურიკულუმი
ლანდშაფტის მენეჯმენტის და სატყეო საქმის ლანდშაფტის მენეჯმენტის და სატყეო საქმის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 120 კრედიტს, რაც გადანაწილებულია ქვემოთ მოყვანილ მოდულებში:
- ზოგადი მოდული - მოდული მოიცავს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტისთვის საჭირო საგნებს, როგორიცაა: კვლევის მეთოდოლოგია, მონაცემთა ანალიზი და სხვა.
- სპეციალობის განათლება- მოდული მოიცავს სატყეო საქმის სპეციალობის შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს.
- არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები ნებისმიერი სხვა პროგრამის კურიკულუმიდან.
გარდა მოდულებისა, სამაგისტრო პროგრამა მოიცავს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებასა და დაცვას.
სკოლის შესახებ
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლა ახორციელებს 6 პროგრამას:
- აგრონომიის საბაკალავრო პროგრამას
- ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამას
- აგრონომიის სამაგისტრო პროგრამას
- ლანდშაფტის მენეჯმენტის და სატყეო საქმის სამაგისტრო პროგრამას
- აგრონომიის სადოქტორო პროგრამას
- ლანდშაფტის მენეჯმენტის და სატყეო საქმის სადოქტორო პროგრამას
აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით აკეთებენ ამოცანას, ცდას, ანალიზს. გარდა ამისა, ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.
აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის სტუდენტებს ლაბორატორიული/პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ კახა ბენდუქიძის კამპუსში განთავსებულ ქიმიის, ბიოლოგიის, მცენარეთა ბიოლოგიის, ფიზიკის და სხვა მიმართულების სასწავლო ლაბორატორიებში.
გარდა ამისა, სკოლა სასწავლო მიზნებისათვის იყენებს კამპუსის დენდროლოგიურ პარკსა და მუზეუმს. კამპუსის მუზეუმი აერთიანებს სხვადასხვა დარგის კოლექციებს, მათ შორის, დენდროლოგიის, ენტომოლოგიის, ნიადაგმცოდნეობის მიმართულებით.
კახა ბენდუქიძის კამპუსში მოეწყო საირიგაციო სისტემით აღჭურვილი სადემონსტრაციო ნაკვეთი, რათა სკოლის სტუდენტებს საშუალება ჰქონდეთ განახორციელონ აგრონომიის პროგრამით გათვალისწინებული აგროპროექტი და დააკვირდნენ ერთწლიანი კულტურების სრულ სავეგეტაციო ციკლს. სტუდენტები აგროპროექტის მიმდინარეობის დროს თავად არიან ჩართულნი, როგორც საველე, ასევე ლაბორატორიულ სამუშაოებში. აგროპროექტის დასაწყისში სტუდენტები თავად ირჩევენ სასურველ კულტურებს და ნაწილდებიან კამპუსის ტერიტორიაზე საირიგაციო სისტემით აღჭურვილ სადემონსტრაციო ნაკვეთში.
დეკანი
პროგრამის ხელმძღვანელი
კოორდინატორი