ვეტერინარული მედიცინის სკოლა

ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აღწერა

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის მომზადების პროგრამის მოცულობაა 60 ECTS და წარმოადგენს ვეტერინარული მედიცინის ინტეგრირებული სამა­გისტრო პროგრამისაგან დამოუკიდებელ, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუ­შავებულ საგანმანათლებლო პროგრამას.

ვე­ტე­რი­ნა­რის მომზადების პროგრამის გავლის უფლება აქვს ვეტერინარიის დარგის/სპეციალობის მითითებით ბაკალავრის აკა­დე­მიუ­რი ხარისხის მქონე პირს.

პროგრამა მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: ცხოველთა გაკვეთა და სასამართლო ექსპერტიზა, სავეტერინარო მიკრობიოლოგია და ინფექციური დაავადებები, ქირურგია, შინაგანი მედიცინა, მეანობა და რეპროდუქციული დაავადებები, პარაზიტული დაავადებები, ვეტერინარიის კანონმდებლობა, სურსათის უვნებლობა ვეტერინარებისთვის, ეპიდემიოლოგია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ლაბორატორიული მედიცინა.

თითოეული სტუდენტი დამოუკიდებლად ამზადებს საკურსო ნაშრომს, სადაც ხელმძღვანელთან ზედამხედველობის ქვეშ დამოუკიდებლად სწავლობს/იკვლევს სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხს. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ კვლევის აქტუალურ მეთოდებსა და სფეროში არსებულ უახლეს მიღწევებს.

პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ვეტე­რი­ნა­რის სერ­ტი­­ფიკატი - დოკუმენტი, რო­მე­ლიც პირს ანიჭებს ვეტერინარიის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების, სახელმწიფო და კერძო სავეტერინარო დაწესებულებებში მუშაობის უფლებას.

ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება

პროგრამა მოიცავს ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით აკეთებენ ამოცანას, ცდას, ანალიზს. გარდა ამისა, ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

დასაქმების სფეროები

პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათ შორის:

  • ვეტერინარულ კლინიკებსა და ლაბორატორიებში
  • მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში, მეფუტკრეობის და მეთევზეობის მეურნეობებში
  • ფარმაცევტულ საწარმოებში, სავეტერინარო აფთიაქებში
  • ზოომაღაზიებში, ზოოპარკებში, ვივარიუმებში, აკვარიუმებში, ტერარიუმებში, იპოდრომებზე, ცხოველთა თავშესაფრებში
  • სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებები
  • საერთაშორისო პროექტებში

კურიკულუმი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის მომზადების პროგრამის მოცულობაა 60 ECTS. პროგრამა მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: ცხოველთა გაკვეთა და სასამართლო ექსპერტიზა, სავეტერინარო მიკრობიოლოგია და ინფექციური დაავადებები, ქირურგია, შინაგანი მედიცინა, მეანობა და რეპროდუქციული დაავადებები, პარაზიტული დაავადებები, ვეტერინარიის კანონმდებლობა, სურსათის უვნებლობა ვეტერინარებისთვის, ეპიდემიოლოგია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ლაბორატორიული მედიცინა.

ასევე, პროგრამა მოიცავს დარგობრივ პრაქტიკას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ვეტერინარიის სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებში გადიან პრაქტიკას. სემესტრის ბოლოს კი სტუდენტები ამზადებენ მცირე რეპორტს, როგორ მუშაობდნენ და როგორ იყენებდნენ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას და უნარებს სხვადასხვა სიტუაციაში.

თითოეული სტუდენტი დამოუკიდებლად ამზადებს საკურსო ნაშრომს, სადაც ხელმძღვანელთან ზედამხედველობის ქვეშ დამოუკიდებლად სწავლობს/იკვლევს სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხს. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ კვლევის აქტუალურ მეთოდებსა და სფეროში არსებულ უახლეს მიღწევებს.

მიღება

­საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს ვეტერინარიის დარგის/სპეციალობის მითითებით ბაკალავრის აკა­დე­მიუ­რი ხარისხის მქონე პირს. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა:

  • 7 სექტემბრამდე უნივერსიტეტში უნდა შემოიტანონ განცხადება და წარმოადგინოთ საბუთები
  • გაიარონ შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრება 11 სექტემბერს

საბუთები

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • ვეტერინარიის დარგის/სპეციალობის მითითებით ბაკალავრის დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან შესაბამისი ცნობა, მინიჭების ოქმის ნომრისა და თარიღის მითითებით
  • სურათის ელექტრონული ვერსია სკოლის კოორდინატორის მეილზე გაგზავნილი
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში)

სკოლის შესახებ

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლა ახორციელებს 3 აკრედიტებულ პროგრამას:

  • ვეტერინარული მედიცინის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა
  • ვეტერინარის მომზადების პროგრამა
  • ვეტერინარული მედიცინის სადოქტორო პროგრამა

ვეტერინარული მედიცინის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით აკეთებენ ამოცანას, ცდას, ანალიზს. გარდა ამისა, ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

სკოლის სტუდენტებს ლაბორატორიული/პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ კახა ბენდუქიძის კამპუსში განთავსებულ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მიკრობიოლოგიის, ვეტერინარიის და სხვა მიმართულების სასწავლო ლაბორატორიებში.

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ვეტერინარული კლინიკა, სადაც ვეტერინარული მედიცინის სკოლის სტუდენტებს უტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები, სადაც რეალურ სამუშაო გარემოში ისინი შეძლებენ ვეტერინარისათვის საჭირო უნარების გამომუშავებას.

ასევე, სკოლის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში, სურვილის შემთხვევაში. სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის კი ძალიან კარგი შესაძლებლობაა მეცნიერებთან ერთად აკეთონ სიღრმისეული კვლევა.

დეკანი

Ბესარიონ Ლასარეიშვილი

ბესარიონ ლასარეიშვილი

პროფესორი; ვეტერინარული მედიცინის სკოლის დეკანი

b.lasareishvili@agruni.edu.ge

კოორდინატორი

Ნინო Კაჭარავა

ნინო კაჭარავა

ვეტერინარული მედიცინის სკოლის კოორდინატორი; შესყიდვების მენეჯერი

n.katcharava@agruni.edu.ge