დენდროლოგიური პარკი

დენდროლოგიური პარკი

დენდროლოგიური პარკის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა გასული საუკუნის 60-იანი წლების დააწყისში. დღეისათვის პარკის ტერიტორია მოიცავს 40 000 კვადრატულ მეტრს.

პარკის ტერიტორიაზე გაშენებულია  შიშველთესლოვანთა 5 ოჯახის 16 გვარის 41 სახეობა, ფარულთესლოვნებიდან 37 ოჯახის 73 გვარის 112 სახეობა. დენდროპარკში მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი როგორც კავკასიური (კავკასიური სოჭი, ელდარის სა სოსნოვსკის ფიჭვი, უთხოვარი, კავკასიური ცაცხვი და სხვა.) ასევე უცხოური ფლორის (ენგელმანის ნაძვი, იტალიური და შავი ფიჭვები, ლუზიტანიის კვიპაროსი, პირამიდალური ვერხვი, წაბლფოთოლა მუხა, ამერიკული ნეკერჩხალი და მრავალი სხვა) სახეობები.

პარკი საუკეთესო ობიექტს წარმოადგენს როგორ სასწავლო/პრაქტიკლი, ასევე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისთვის.

დენდროლოგიური პარკი

საკონტაქტო ინფორმაცია

ნატო კობახიძე