გენბანკი - მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკი

გენბანკი - მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის ფარგლებში ფუნქციონირებს მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკი (გენბანკი).

გენბანკი მოიცავს ხალხური და ადგილობრივი სელექციური ჯიშების, ენდემური და ველური სახეობების, მინდვრისა და ბოსტნეული კულტურების 2000-ზე მეტ უნიკალურ ნიმუშს და ემსახურება საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას, რეგენერაციას, დახასიათებას, კოლექციის გამდიდრებას, თესლების სიცოცხლისუნარიანობის მონიტორინგს, მწერებისა და დაავადებების მიმართ კულტურების გამძლეობის შესწავლასა და ახალი ჯიშების გამოყვანას.

მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკს თანამშრომლობის გამოცდილება აქვს უცხოეთის ისეთ გენბანკებსა და კვლევით ცენტრებთან, როგორებიცაა გატერსლებენის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კვლევის ინსტიტუტი (IPK-Gatersleben, გერმანია), აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი (USDA ARS), სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრი (CIMMYT).

გენბანკი აღჭურვილია მცენერეთა გენეტიკური რესურსების შენახვა-შესწავლა-რეგენერაციისათვის აუცილებელი ტექნიკური თუ საველე საჭიროებებით (სამაცივრე სივრცეები, თესლების დახასიათებისა და ვიზუალიზაციის სისტემები, მოლეკულურ-გენეტიკური იდენტიფიცირების საშუალებები, მუხრანის საცდელი ბაზა).

გენბანკი - მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკი

საკონტაქტო ინფორმაცია