კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტი
კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტში მიმდინარეობს ტრადიციული აგროსაინჟინრო მიმართულებების კვლევები, რომლებსაც ბოლო წლებში დაემატა კვლევები ინჟინერიის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა:
- ავტომატიზაცია და მართვის სისტემები, რომლებიც ემყარებიან ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიისა და რობოტიკის მიმართულებებით კვლევებს;
- მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგიები;
- სამოქალაქო ინჟინერია და შენობა-ნაგებობები.
მიმდინარე პროექტები ეხმაურებიან ისეთი საჭიროების საკითხების მეცნიერულ გადაწყვეტას, როგორიცაა:
- ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების დამუშავება მანქანების საიმედოობის გაზრდისათვის;
- მცირე ენერგეტიკული დანახარჯების მქონე სამანქანო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების შექმნა მიწის სავარგულების რეკულტივაციისათვის;
- მრავალსართულიანი ნაგებობების კვლევა იმპულსურ ზემოქმედებაზე პლასტიკური დეფორმაციების გათვალისწინებით;
- ოპტიმალური რწყვის რეჟიმების შემუშავება მცენარეული კულტურის ზრდა-განვითარებისათვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით;
- თავთავიანი კულტურების წარმოებისათვის ნიადაგის დამუშავების ტექნოლოგიების შემუშავება და დანერგვა - გავრცელება საქართველოს მემარცვლეობის ზონებში;
- მანქანათა სისტემების ოპტიმიზაციის მეთოდების სრულყოფა მეურნეობრიობის მრავალფორმიანობის პირობებში;
- ქარხანა-საწარმოებში პროცესების ავტომატიზაცია-ოპტიმიზაცია;
- ელექტრონული სისტემების შექმნა თანამედროვე მაღალი დონის სამეცნიერო კვლევითი ექსპერიმენტებისათვის.
ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი პროგრამები ემსახურება აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრებისა და დოქტორანტების მომზადებასაც.
საკონტაქტო ინფორმაცია
ზაზა მეტრეველი
სასოფლო სამეურნეო ტექნიკის საიმედოობის გაანგარიშების თეორიული საფუძვლებისა და მისი გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგიური პროცესების დამუშავება საქართველოს პირობებში მუშაობის გათვალისწინებით (2024 - 2026)
კვლევით პროექტში ჩატარდება თეორიული და ექსპერიმენტული გამოკვლევები, რომელთა საფუძველზე დამუშავდება მანქანების საიმედოობაზე გაანგარიშების თეორიული საფუძვლები მათი მუშაობის თავისებური ნიადაგობრივ -კლიმატური და დინამიკური პირობების გათვალისწინებით მარკოვის პროცესებისა და კოლმოგოროვის დიფერენციალური განტოლებების გამოყენებით, მიიღებული იქნება შესაბამისი ადეკვატური ალბათურ-სტატისტიკური მოდელები და საექსპლუატაციო საიმედოობის მაჩვენებლები, ჩატარდება დეტალების ცვეთის გამოკვლევა, განისაზღვრება ცვეთის განაწილების შესაბამისი დიფერენციალური, ინტეგრარული ფუნქციები და ყველაზე უფრო გავრცელებული ანუ მოდალური მნიშვნელობანი. ამ უკანასკნელის სიდიდის მიხედვით დასაბუთდება გაცვეთილი დეტალების აღდგენის ყველაზე უფრო რაციონალური მეთოდი სასოფლო სამეურნეო ტექნიკის საიმედოობის გაზრდისათვის.
ფუნქციონალური ოქსიდური მასალების სწრაფი ფოტოსტიმულირებული სინთეზი და შესწავლა (2023 - 2025)
პროექტის მიზანია PSSR-ის ახალი ტექნოლოგიის შემდგომი განვითარება და ამ მეთოდის გამოყენება სწრაფი და ოპტიმალური სინთეზის მარშრუტის დასადგენად ტექნოლოგიურად მნიშვნელოვანი ფუნქციონალური ოქსიდების მისაღებად, როგორიცაა ბისმუტზე დაფუძნებული მაღალტემპერატურული ზეგამტარები და ძოწის ფაზის მქონე მყარი ელექტროლიტები.
Smart-Digital-Development-Lab AUG (SDDL-AUG) (2023)
This pilot project intends to bring the academic education at the School of Engineering and Technology as part of the Agricultural University of Georgia (AUG) to a higher level with respect to engineering science in electrical engineering/computer science and build up a state-of-the-art development environment. This should finally enable the School of Engineering and Technology to become a well-prepared partner in challenging scientific, as well as industrial projects. The competence development will not only be supported by pure investments and bring-up efforts, but will be directly embedded into projects at the Central Institute of Engineering, electronics and Analytics - Electronic Systems (ZEA-2) of Forschungszentrum Jülich GmbH. This opens the possibility for direct "training-on-a-project" in cutting edge scientific projects. In case this approach is successful the experience may be transferable to further similar areas if the general boundary conditions at the corresponding institutions are comparable (curriculums, Bachelor/Master programs, etc.). This envisaged Smart-Digital-Development-Lab AUG should create a win-win situation for both parties. The goal for students and supervisors/scientists in Georgia is to become an integral part of the ongoing research projects at ZEA-2 and gain "real world" experience along with the additional infrastructure for the university on the education as well as the research side.
SDDL-AUG Smart-Digital-Development-Lab AUG (2022 - 2025)
This pilot project aims to bring the academic education at the School of Engineering and Technology, as part of the Agricultural University of Georgia (AUG), to a higher engineering level in the field of electrical engineering/computer science and to build a modern development environment. This is intended to enable the School of Engineering and Technology and Amirajibi Institute of Engineering to become a well-prepared partner in challenging scientific and industrial projects, with competence building supported not only by pure investment and build-up services, but directly embedded in projects at the Central Institute for Engineering, Electronics and Analytics - Electronic Systems (ZEA-2) of Forschungszentrum Jülich GmbH. This opens up the possibility of direct "training-on-a-project" in future-oriented scientific projects, which, given comparable framework conditions (curricula, bachelor's/master's degree programs, etc.), can also be transferred to other, similar areas - a win-win situation for both sides. The goal for students and supervisors/scientists in Georgia is to become an integral part of the ongoing research projects at ZEA-2 and gain "real world" experience, along with the additional infrastructure for the university for both education and research.
სადოქტორო კვლევა - სამიზნის სისტემების პროექტირება დამუხტული ნაწილაკების ელექტრული დიპოლური მომენტის გასაზომად COSY სინქროტრონზე (2022)
ელემენტარული ნაწილაკების ელექტრული დიპოლური მომენტის ძიება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ნაწილაკების ფიზიკაში. დამუხტული ნაწილაკების (პროტონი, დეიტრონი) ელექტრული დიპლური მომენტის გაზომვის მეთოდი არის, დამუხტული ნაწილაკების პოლარიზაციის ცვლილებაზე დაკვირვება სპეციალურ დამაგროვებელ რგოლში. მოცემული ამოცანა მოითხოვს ახალი ტიპის პოლარიმეტრს, სპეციალური სამიზნის სისტემით.
ნაწილაკების დეტექტორი შედგება ორი ფენისგან: პლასტიკური სინტილატორი და არაორგანული LYSO კრისტალის მოდულები, გამოყენებული როგორც კალორიმეტრი. ორივე სისტემა იკითხება მრავალპიქსელიანი SiPM ფოტო სენსორით. მოცემული ფოტო სენსორები მუშაობენ გაცილებით დაბალ ძაბვაზე, ვიდრე ტრადიციული ვაკუუმური ფოტო გამამრავლებლები, რაც ამარტივებს დეტექტორის კოსტრუირებას და მასთან მუშაობას. პოლარიმეტრის სრულად აწყობილი კალორიმეტრის ნაწილი წარმატებით იქნა გამოცდილი მაღალი სიჩქარის და მაღალი გარჩევადობის ADC-ს გამოყენებით. ყველა ტესტი ჩატარდა მყარი ბლოკის სამიზნის გამოყენებით.
საბოლოო პოლარიმეტრი მოიცავს ბალისტიკურ სამიზნის სისტემას, რომელიც გაისვრის მცირე ზომის ბრილიანტის გრანულას ნაწილაკების ნაკადში, გასროლის სიხშირე და სიჩქარე უნდა იყოს ცვაებადი, სასურველი ეფექტური მონიტორინგისა და კონტროლის სისტემას. ამ ტიპის სამიზნე მოითხოვს სპეციალიზებულ მონიტორინგისა და კონტროლის სისტემას. ამ სამუშაოს ფარგლებში შემუშავდა გრანულოვანი სამიზნის კოცენფცია და დაპროექტდა სისტემის ძირითადი ნაწილები, როგორიცაა: ზუსტი ტრიგერის, სამიზნის ტრეკირების, გადაადგილების აღდგენის და სინქრონიზაციის ფუნქციები. დაიტესტა რამდენიმე კამერა, გამოსახულების დამუშავების ალგორითმი, სხვა და სხვა სენსორები და გამაძლიერებლის სქემები საუკეთესო შედეგის მისაღებად. გამოყენებულია სწრაფი კამერა, ლაზერები, ფოტოდიოდები და ZynQ SoC, რომლის FPGA ნაწილი ასრულებს სწრაფი ტრიგერის, ფრენის დროის გაზომვის, კამერის ინფორმაციიდან სამიზნის დადგენის და ტრეკირების ფუნქციებს, ხოლო ჩაშენებული ARM პროცესორი, ამოყენებულია კომუნიკაციისთვის. საკონტროლო სიგნალების და მონაცემების გაცვლა ხდება UART ინტერფეისით, თუმცა სამომავლოდ გამოვიყენებთ ქსელურ ინტერფეისს, რაც მოგცემს შესაძლებლობას მოვახდინოთ სამიზნის მონაცემების სინქრონიზაცია დეტექტორში არსებულ სხვა სისტემებთან.
სადოქტორო კვლევა - კლასიკური ელექტროდინამიკის ზოგიერთი პარადოქსი და მათი გადაჭრის შესაძლებლობები (2020)
თეორიულ ფიზიკაში პარადოქსები ხშირად ჩნდება არარეალური მოდელური ობიექტების განხილვის გამო (მაგ., ეთერი, ელექტრონის ორბიტები ატომში და ა. შ.). ცნობილია, რომ კლასიკური ელექტროდინამიკა განიხილავს დამუხტულ ნაწილაკებს (წერტილოვან მუხტებს) მაგნიტური მომენტის გარეშე, თუმცა დღეისთვის ცნობილ ფუნდამენტურ ნაწილაკებს (სტანდარტული მოდელის თანახმად, ესენია ლეპტონები, კვარკები, ურთიერთქმედების გადამტანი საშუალედო ბოზონები), რომელთაც აქვს მუხტი, გააჩნია მაგნიტური მომენტიც. დისერტაციაში განვიხილეთ სწორედ ასეთი ობიექტი - მაგნიტური მომენტის მქონე წერტილოვანი მუხტი; ავაგეთ შესაბამისი ელექტრო-მაგნიტური ველი; ვიპოვეთ შესაბამისი 4-დენის სიმკვრივე და ვაჩვენეთ, რომ მაგნიტური მუხტი ნულის ტოლია; ვიპოვეთ გამოსხივებული ველების რადიაციული ნაწილი და გამოვითვალეთ შესაბამისი უკუცემა; მივიღეთ გამოსხივების რეაქციის ძალა უზოგადესი სახით; ვაჩვენეთ, რომ მაგნიტური მომენტის გათვალისწინება არ სპობს კლასიკური ელექტროდინამიკის პარადოქსებს, კერძოდ, გამოსხივების რეაქციის უზოგადესი ძალისთვის რჩება „ჰიპერბოლური მოძრაობის“ პარადოქსი.
ნაპოვნია და ცხადი სახით აღწერილია არათანაბარი მოძრაობის რეჟიმი, როდესაც გამოსხივების რეაქციის ძალა ნულია. ნაჩვენებია, რომ ეს რეჟიმი ერთადერთია; ნაპოვნია ამ რეჟიმის შესაბამისი ტრაექტორია (ჰიპერბოლა) ზოგად შემთხვევაში და ამ ტრაექტორიაზე მოძრაობის კანონი; ნაჩვენებია, რომ არსებობს ისეთი ინერციული ათვლის სისტემა, სადაც ეს ტრაექტორია ხდება წრფივი; ნაპოვნია გარეშე ელექტრო-მაგნიტური ველის უზოგადესი სახე, რომელიც უზრუნველყოფს მუხტის მოძრაობას ამ რეჟიმში; ნაჩვენებია, რომ ერთგვაროვან ელექტროსტატიკურ ველში მუხტის მოძრაობისას ზოგად შემთხვევაში გამოსხივების რეაქციის ძალა არ ნულდება; შემოთავაზებულია ამ ამოცანის იტერაციული ალგორითმით ამოხსნისთვის მოსახერხებელი (ბუნებრივი) სიმცირის პარამეტრი;
მიღებულია რამდენიმე ორიგინალური მათემატიკური შედეგი:
გაფართოებულია შვარცის თეორემა დამოუკიდებელი ცვლადებით შერეული კერძო წარმოებულების გადასმადობის შესახებ იზოლირებული სინგულარობების მქონე ფუნქციისთვის (სინგულარული განზოგადებული ფუნქციების სიმრავლეში);
შედგენილია რეკურენტული თანაფარდობები, რომელებიც გამოსახავს პოლი-ნომის განსხვავებული ფესვების რაოდენობას, მინიმალურ მანძილს განსხვავებულ ფესვთა შორის, მინიმალური და მაქსიმალური ფესვების მნიშვნელობებს (სპექტრის სიგანეს) პოლინომის კოეფიციენტების რაციონალური ფუნქციებით. ნაჩვენებია, რომ რეკურენტულად აგებული მიმდევრობები ექსპონენციალურად სწრაფად იკრიბება.
ნაჩვენებია, რომ არნოლდის თეორემა გადაგვარებული ელიფსოიდების სივრცის კოგანზომილების შესახებ მცდარია. მოყვანილია კონტრმაგალითი და დამტკიცებულია შესწორებიული თეორემა. ნაჩვენებია, რომ ჩვენი თეორემიდან გამომდინარე შედეგი ემთხვევა არნოლდის მიერ მიღებულ შედეგს და გარკვეულია ამ თანხვედრის მიზეზი.
შედეგები მიღებულია კომპიუტერული სიმბოლური გამოთვლების საშუალებით, ჩვენი მიზნისთვის ადაპტირებული კომპიუტერული ალგებრის მეთოდების გამოყენებით.
სადოქტორო კვლევა - სასოფლო-სამეურნეო გუთნების საიმედოობის გაზრდა მათი გაცვეთილი დეტალების აღდგენის რესურსდამზოგი ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით (2019)
დამუშავებულია თეორიული საფუძვლები და ჩატარებულია ექსპერიმენტული სამუშაოები სასოფლო-სამეურნეო გუთნების საიმედოობის გაანგარიშების, გაზრდისა და გაცვეთილი დეფიციტური დეტალების ინოვაციური რესურსდამზოგი ტექნოლოგიით აღდგენისათვის.
ჩატარებულია მანქანების დეტალების აღდგენის თანამედროვე მეთოდების ანალიზი და მის საფუძველზე გუთნების გაცვეთილი სანისებისათვის დასაბუთებულია ყველაზე რაციონალური ხერხი, "მდნობის ქვეშ ავტომატური დადუღება". დაპროექტებული და დამზადებულია ორიგინალური დანადგარი მდნობის ქვეშ ავტომატური დადუღებისათვის, შემუშავებულია მეთოდიკური საფუძვლები და კერძო ორიგინალური მეთოდები მიღებული ლითონური საფარის ისეთი მნიშვნელოვანი ფიზიკურ-მექანიკური თვისებების გამოკვლევისა და ოპტიმიზაციისათვის, როგორიცაა: ჩაჭიდების სიმტკიცე, სისალე და ცვეთამედეგობა. ჩატარებული თეორიული და ექსპერიმენტული გამოკვლევების საფუძველზე მიღებულია აღდგენის ოპტიმალური რეჟიმები.
თეორიულ ბაზად მიზანმიმართული ექსპერიმენტული სამუშაოების ჩატარებისათვის გამოყენებულია ექსტრემალური ექსპერიმენტების დაგეგმვის თეორია, მსგავსობისა და განზომილებათა თეორია, მასობრივი მომსახურების თეორია და ალბათურ-სტატისტიკური მოდელირება. მიღებული მათემატიკური მოდელების ადეკვატურობის შემოწმებისათვის გამოყენებულია კოლმოგოროვის, პირსონის, სტიუდენტის, ფიშერისა და კოხრენის კრიტერიუმები. გამოკვლეულია საქართველოს სამთო პირობებში მომუშავე სასოფლო-სამეურნეო გუთნების საექსპლუატაციო საიმედოობის ისეთი ერთეული და კომპლექსური მაჩვენებლები, როგორიცაა: უმტყუნო მუშაობის ალბათობა, ნამუშევარი მტყუნებაზე, მტყუნებათა ინტენსივობა, მტყუნებათა ნაკადის პარამეტრი, მზადყოფნის კოეფიციენტი და ტექნიკური გამოყენების კოეფიციენტი. განსაზღვრულია გაცვეთილი დეტალების ცვეთის განაწილების დიფერენციალური და ინტეგრალური ფუნქციები, მიღებულია ცვეთის ადეკვატური ალბათურ-სტატისტიკური მოდელები და დადგენილია დეტალების ცვეთის ყველაზე გავრცელებული (მოდალური) მნიშვნელობანი, რომლის მიხედვითაც დასაბუთებულია გაცვეთილი დეტალების აღდგენის რაციონალური ხერხი, დაპროექტებული, დამზადებული და გამოცდილია შესაბამისი მოწყობილობები და დანადგარი, ჩატარებულია აღდგენის პროცესის ოპტიმიზაცია ციცაბო სვლის (ბოქს-უილსონის) მეთოდით, ოპტიმალური რეჟიმები ასეთია:
- დენის ძალა - ე = 220 ა;
- ძაბვა - v = 25 ვ;
- ელექტროდის გამოტყორცნა - e = 12 მმ;
- ელექტროდის მიწოდების სიჩქარე - V = 0,03 მ/წმ;
- დადუღების სიჩქარე - V1 = 0,001 მ/წმ.
აღნიშნული რეჟიმების მიხედვით დამუშავებულია გუთნების გაცვეთილი დეტალების აღდგენის რესურსდამზოგი ინოვაციური ტექნოლოგია, რომლის გამოყენებითაც მოხდა მათი აღდგენა და გამოცდა. გამოცდებმა გვიჩვენეს, რომ დეტალების რესურსი იზრდება 30...60%-ით და მათ ენიჭებათ "მეორე სიცოცხლე", რაც დიდ ეკონომიკურ მოგებას იძლევა, ჩვენს მიერ ჩატარებულმა გაანგარიშებებმა გვიჩვენეს, რომ მარტო 800 ცალი გუთნების სახნისების მდნობის ქვეშ ავტომატური დადუღებით აღდგენა იძლევა მიახლოვებით 1460 ევროს ეკონომიკურ ეფექტს.
თანამედროვე სასოფლო სამეურნეო ტექნიკის საიმედოობის გაანგარიშების თეორიული საფუძვლებისა და მისი გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგიური პროცესების დამუშავება საქართველოს პირობებში მუშაობის გათვალისწინებით (2017 - 2020)
ჩატარებულია თეორიული და ექსპერიმენტული გამოკვლევები, რომელთა საფუძველზე დამუშავებულია მანქანების საიმედოობაზე გაანგარიშების თეორიული საფუძვლები მათი მუშაობის თავისებური ნიადაგობრივ - კლიმატური და დინამიკური პირობების გათვალისწინებით, მარკოვის პროცესებისა და კოლმოგოროვის დიფერენციალური განტოლებების გამოყენებით. მიიღებულია შესაბამისი ადკვატური ალბათურ-სტატისტიკური მოდელები და საექსპლუატაციო საიმედოობის მაჩვენებლები, ჩატარებულია დეტალების ცვეთის გამოკვლევა, განსაზღვრულია ცვეთის განაწილების შესაბამისი დიფერენციალური, ინტეგრარული ფუნქციები და ყველაზე უფრო გავრცელებული, ანუ მოდალური მნიშვნელობანი. ამ უკანასკნელის სიდიდის მიხედვით დასაბუთებულია გაცვეთილი დეტალების აღდგენის ყველაზე უფრო რაციონალური მეთოდი საიმედოობის გაზრდისათვის. ამის შემდეგ დამუშავებულია ტექნოლოგიური მოწყობილოები და რესურსდამზოგი ინოვაციური ტექნოლოგიები გაცვეთილი დეტალების დნობის ქვეშავტომატური დადუღებით, გალვანური დაფარვითა და ელექტრონაპერწკლური ლეგირების მეთოდების გამოყენებით. მოხდა აღნიშნული მეთოდების გამოყენებით აღდგენილი ლითონური საფარის მექანიკური თვისებების (ჩაჭიდების სიმტკიცე, სისალე და ცვეთამედეგობა) გამოკვლევა და ოპტიმიზაცია ბოქს-ბენკინის მეთოდით, რის საფუძველზე დადგენილია აღდგენის ოპტიმალური რეჟიმები მაქსიმალური მექანიკური თვისებების მიღებისათვის. თეორიულ ბაზად გამოყენებულია ალბათურ - სტატიტიკური მოდელირება, ექსტრემალური ექსპერიმენტების დაგეგმვისა და მსგავსობითობის და განზომილებათა თეორიები.
სპინტრონიკისათვის პერსპექტიული მულტიფეროიკული ნანოზომის მასალების სინთეზი და კვლევა (2016 - 2018)
პროექტის მიზანია შეიქმნას სპინტრონიკის მულტიფეროიკული ნანოზომის მასალების სინთეზის ახალი ტექნოლოგია. მასალების სინთეზი განხორციელდება ფოტოსტიმულირებული სინთეზის მეშვეობით, ჰალოგენური და/ან ულტრაიისფერი ნათურებით დასხივების პირობებში. შესწავლილი იქნება მიღებული მულტიფეროიკული ნანოზომის მასალების ფიზიკური თვისებები.
თანამედროვე სასოფლო სამეურნეო ტექნიკის საექსპლუატაციო საიმედოობის გაზრდის რესურს დამზოგი ინოვაციური ტექნოლოგიების თეორიულ-ექსპერიმენტული გამოკვლევა და ოპტიმიზაცია (2015 - 2018)
ჩატარებულია თეორიული და ექსპერიმენტული გამოკვლევები, რომელთა საფუძველზე დამუშავებულია მანქანების საიმედოობაზე გაანგარიშების თეორიული საფუძვლები მათი მუშაობის თავისებური ნიადაგობრივ - კლიმატური და დინამიკური პირობების გათვალისწინებით, მარკოვის პროცესებისა და კოლმოგოროვის დიფერენციალური განტოლებების გამოყენებით. მიიღებულია შესაბამისი ადკვატური ალბათურ-სტატისტიკური მოდელები და საექსპლუატაციო საიმედოობის მაჩვენებლები, ჩატარებულია დეტალების ცვეთის გამოკვლევა, განსაზღვრულია ცვეთის განაწილების შესაბამისი დიფერენციალური, ინტეგრარული ფუნქციები და ყველაზე უფრო გავრცელებული, ანუ მოდალური მნიშვნელობანი. ამ უკანასკნელის სიდიდის მიხედვით დასაბუთებულია გაცვეთილი დეტალების აღდგენის ყველაზე უფრო რაციონალური მეთოდი საიმედოობის გაზრდისათვის. ამის შემდეგ დამუშავებულია ტექნოლოგიური მოწყობილოები და რესურსდამზოგი ინოვაციური ტექნოლოგიები გაცვეთილი დეტალების დნობის ქვეშავტომატური დადუღებით, გალვანური დაფარვითა და ელექტრონაპერწკლური ლეგირების მეთოდების გამოყენებით. მოხდა აღნიშნული მეთოდების გამოყენებით აღდგენილი ლითონური საფარის მექანიკური თვისებების (ჩაჭიდების სიმტკიცე, სისალე და ცვეთამედეგობა) გამოკვლევა და ოპტიმიზაცია ბოქს-ბენკინის მეთოდით, რის საფუძველზე დადგენილია აღდგენის ოპტიმალური რეჟიმები მაქსიმალური მექანიკური თვისებების მიღებისათვის. თეორიულ ბაზად გამოყენებულია ალბათურ - სტატიტიკური მოდელირება, ექსტრემალური ექსპერიმენტების დაგეგმვისა და მსგავსობითობის და განზომილებათა თეორიები.
აჭარის რეგიონში მომუშავე სასოფლო სამეურნეო ტექნიკის ეფექტურობის გაზრდა (2015 - 2016)
ჩატარებულია თეორიული და ექსპერიმენტული გამოკვლევები, რომელთა საფუძველზე დამუშავებულია მანქანების საიმედოობაზე გაანგარიშების თეორიული საფუძვლები მათი მუშაობის თავისებური ნიადაგობრივ - კლიმატური და დინამიკური პირობების გათვალისწინებით, მარკოვის პროცესებისა და კოლმოგოროვის დიფერენციალური განტოლებების გამოყენებით. მიიღებულია შესაბამისი ადკვატური ალბათურ-სტატისტიკური მოდელები და საექსპლუატაციო საიმედოობის მაჩვენებლები, ჩატარებულია დეტალების ცვეთის გამოკვლევა, განსაზღვრულია ცვეთის განაწილების შესაბამისი დიფერენციალური, ინტეგრარული ფუნქციები და ყველაზე უფრო გავრცელებული, ანუ მოდალური მნიშვნელობანი. ამ უკანასკნელის სიდიდის მიხედვით დასაბუთებულია გაცვეთილი დეტალების აღდგენის ყველაზე უფრო რაციონალური მეთოდი საიმედოობის გაზრდისათვის. ამის შემდეგ დამუშავებულია ტექნოლოგიური მოწყობილოები და რესურსდამზოგი ინოვაციური ტექნოლოგიები გაცვეთილი დეტალების დნობის ქვეშავტომატური დადუღებით, გალვანური დაფარვითა და ელექტრონაპერწკლური ლეგირების მეთოდების გამოყენებით. მოხდა აღნიშნული მეთოდების გამოყენებით აღდგენილი ლითონური საფარის მექანიკური თვისებების (ჩაჭიდების სიმტკიცე, სისალე და ცვეთამედეგობა) გამოკვლევა და ოპტიმიზაცია ბოქს-ბენკინის მეთოდით, რის საფუძველზე დადგენილია აღდგენის ოპტიმალური რეჟიმები მაქსიმალური მექანიკური თვისებების მიღებისათვის. თეორიულ ბაზად გამოყენებულია ალბათურ - სტატიტიკური მოდელირება, ექსტრემალური ექსპერიმენტების დაგეგმვისა და მსგავსობითობის და განზომილებათა თეორიები.
სასოფლო სამეურნეო მანქანების ფერდობებზე მუშაობის ფიზიკური და მათემატიკური მოდელირების მეთოდების დამუშავება (2014 - 2017)
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 60%-ზე მეტი განლაგებულია ფერდობზე. მანქანების ფერდობზე გამოცდა რთული და ხანგძლივი პროცესია და ხშირად გამოცდის დამთავრების დროისთვის, ტექნიკური პროგრესის ბუნებრივი პროცესის გამო, იგი მოძველებულია, ან შეცვლილია ახლით. საგრანტო პროექტის მიზანია, დამუშავდეს ფერდობზე მომუშავე სასოფლო-სამეურნეო მანქანების დაჩქარებული გამოცდის ფიზიკური და მათემატიკური მოდელირების მეთოდები.
ცვალებადი მოდების განის მქონე გუთნის დაპროექტება, დამზადება და ძირითადი პარამეტრების გამოკვლევა (2014 - 2015)
პროექტის განხორციელების დროს მოხდება იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესწავლა და საპატენტო ძიება, რომლებიც ეხება ცვალებადი მოდების განის მქონე გუთნებს, მათი ანალიზის საფუძველზე დაპროექტდება, დამზადდება და გამოიცდება (როგორც ლაბორატორიულ, ასევე საველე პირობებში) პრინციპულად ახალი ცვალებადი მოდების განის მქონე გუთანი, რომელიც უზრუნველყოფს ხვნის ტექნოლოგიური პროცესის მაღალი ხარისხის მიღწევას, მწარმოებლურობის გაზრდას და ოპერატორის საექსპლუატაციო პირობების გაუმჯობესებას. ამასთანავე, უნდა იქნეს დამუშავებული გუთნის ისეთი სქემა, რომელიც კონსტრუქციით არსებულთან შედარებით მარტივი და ადვილად დასამზადებელი იქნება და საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ მისი გამოყენების ავტომატიზაცია ოპერატორის კაბინიდან ტრაქტორის შეუჩერებლად.
მცირე კონტურიან სათიბებში შეფუთული სენაჟის დამზადების ახალი ტექნოლოგიის დამუშავება მცირე მექანიზაციის ბაზაზე (2014 - 2015)
ამჟამად განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაში მეცხოველეობის საკვებად მზადდება 55%-მდე შეღნობილი და დაპრესილი „შეფუთული სენაჟი“, რომელიც 2 წლის განმავლობაში ინარჩუნებს მაღალ კვებით ღირებულებას. ასეთი საკვების დასამზადებლად ბალახები ითესება დიდ ფართობებზე და გამოიყენება 5-7 დასახელების მანქანათა კომპლექსი. საგრანტო პროექტის მიზანია საქართველოს პირობების გათვალისწინებით მცირე ფერმერული მეურნეობებისათვის, ტყისპირა და გზისპირა ნაკვეთებზე მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით მითითებული ბალახების „შეფუთული სენაჟის“ მაღალი ტექნოლოგიის გამოყენებით დაამუშაოს შესაბამისი ახალი ტექნოლოგია და ტექნიკური საშუალება.
დარტყმის თეორიის და რეოლოგიის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიურის პროცესების მანქანებისა და იარაღების დამუშავებაში (2013 - 2016)
სასოფლო-სამეურნეო მანქანების უმეტესი რაოდენობა მუშაობს დარტყმით პრინციპზე. სასოფლო-სამეურნეო მასალები კი წარმოადგენენ დისპერსიულ სისტემებს რთული სტრუქტურით, რომელთა დეფორმაცია განიხილება რეოლოგიაში. დარტყმის თეორიისა და რეოლოგიის მეთოდების გაერთიანებით საგრანტო პროექტით გათვალისწინებულია დამუშავდეს მაღალ სიჩქარეზე და დარტყმით პრინციპზე მომუშავე მანქანების და შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესების გაანგარიშების მეცნიერული საფუძვლები.
თავთავიანი კულტურების წარმოებისთვის ნიადაგის დამუშავების მინიმალური და ნულოვანი ტექნოლოგიების დანერგვა-გავრცელება აღმოსავლეთ საქართველოს მემარცვლეობის ზონაში (2013 - 2015)
პროექტის მიზანს შეადგენს თავთავიანი კულტურების წარმოების მინიმალური და ნულოვანი ტექნოლოგიების დანერგვა-გავრცელება და აღმოსავლეთ საქართველოს მემარცვლეობის რეგიონებში დანერგვა გავრცელებისათვის მეცნიერული კონცეფციის შემუშავება. პროექტის მიზნიდან გამომდინარე შედგენილი იქნა ნიადაგის დამუშავების ტექნოლოგიური რუკები, რის მიხედვითაც დედოფლისწყაროს რაიონში აგრარული უნივერსიტეტის საცდელ ბაზაზე 15 ჰა ფართობზე დათესილი იქნა საშემოდგომო ხორბალი 5 ჰა ტრადიციული, 5 ჰა მინიმალური და 5 ჰა ნულოვანი ტექნოლოგიებით. ამჟამად მიმდინარეობს ნათესებზე დაკვირვების და პროექტის გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების პროცესი.
საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოტანილი სასოფლო სამეურნეო ტექნიკის საექსპლუატაციო საიმედოობის მაჩვენებლების გამოკვლევა და ტექნიკური სერვისის რაციონალური ფორმების დამუშავება (2013 - 2014)
ჩატარებულია თეორიული და ექსპერიმენტული გამოკვლევები, რომელთა საფუძველზე დამუშავებულია მანქანების საიმედოობაზე გაანგარიშების თეორიული საფუძვლები მათი მუშაობის თავისებური ნიადაგობრივ - კლიმატური და დინამიკური პირობების გათვალისწინებით, მარკოვის პროცესებისა და კოლმოგოროვის დიფერენციალური განტოლებების გამოყენებით. მიიღებულია შესაბამისი ადკვატური ალბათურ-სტატისტიკური მოდელები და საექსპლუატაციო საიმედოობის მაჩვენებლები, ჩატარებულია დეტალების ცვეთის გამოკვლევა, განსაზღვრულია ცვეთის განაწილების შესაბამისი დიფერენციალური, ინტეგრარული ფუნქციები და ყველაზე უფრო გავრცელებული, ანუ მოდალური მნიშვნელობანი. ამ უკანასკნელის სიდიდის მიხედვით დასაბუთებულია გაცვეთილი დეტალების აღდგენის ყველაზე უფრო რაციონალური მეთოდი საიმედოობის გაზრდისათვის. ამის შემდეგ დამუშავებულია ტექნოლოგიური მოწყობილოები და რესურსდამზოგი ინოვაციური ტექნოლოგიები გაცვეთილი დეტალების დნობის ქვეშავტომატური დადუღებით, გალვანური დაფარვითა და ელექტრონაპერწკლური ლეგირების მეთოდების გამოყენებით. მოხდა აღნიშნული მეთოდების გამოყენებით აღდგენილი ლითონური საფარის მექანიკური თვისებების (ჩაჭიდების სიმტკიცე, სისალე და ცვეთამედეგობა) გამოკვლევა და ოპტიმიზაცია ბოქს-ბენკინის მეთოდით, რის საფუძველზე დადგენილია აღდგენის ოპტიმალური რეჟიმები მაქსიმალური მექანიკური თვისებების მიღებისათვის. თეორიულ ბაზად გამოყენებულია ალბათურ - სტატიტიკური მოდელირება, ექსტრემალური ექსპერიმენტების დაგეგმვისა და მსგავსობითობის და განზომილებათა თეორიები.
ზაზა მეტრეველი
პროფესორი; საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის დეკანი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის დირექტორიჯემალ კაციტაძე
პროფესორი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელიგელა ნატროშვილი
ლექტორი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის ელექტროინჟინერიის ლაბორატორიის ხელმძღვანელიედუარდ კუხალაშვილი
პროფესორიმამუკა ბენაშვილი
ასოცირებული პროფესორი; მექანიკის ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელითამაზ ბიჭიაშვილი
პროფესორიაკაკი ფაღავა
პროფესორი; ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელიედიშერი მიდელაშვილი
ასოცირებული პროფესორი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელირევაზ მახარობლიძე
პროფესორი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელიალექსანდრე ანასოვი
ლექტორი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის ინჟინერ-ტექნიკოსითამაზ ოდილავაძე
პროფესორი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელიმურად ყალაბეგაშვილი
კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელივახტანგ ჯანდიერი
კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელიBibilashvili, A., Dolidze, N., Jibuti, Z. (2023). Obtaining thin film semiconductor oxides by stimulated plasma anodizing technology and their studying, Nano Studies, 2021–2022, 21/22, 23-38. https://doi.org/10.52340/ns.2022.02
Dolidze, N., Bibilashvili, A., Jibuti, Z. (2023). Study and application of radiation defects in semiconductors and structures, Nano Studies, 2021–2022, 21/22, 39-56. https://doi.org/10.52340/ns.2022.03
Jibuti, Z., Bibilashvili, A., Dolidze, N. (2023). Mechanisms of diffusion processes in semiconductors, Nano Studies, 2021–2022, 21/22, 57-62. https://doi.org/10.52340/ns.2022.04
კაციტაძე, ჯ., ფუტკარაძე, ზ., ქუთელია, გ. (2023). მსგავსების თეორიების მეთოდების გამოყენება და მრავალფაქტორული ექსპერიმენტების დაგეგმვა რკინა-ნიკელის საფარის სიხალის შესასწავლად. MECHANIZATION IN AGRICULTURE & CONSERVING OF THE RESOURCES ISSUE 2/2022.
კაციტაძე, ჯ., ფუტკარაძე, ზ., ქუთელია. გ. (2023). რკინა-ნიკელის ელექტროლიტური საფარის სისალის გამოკვლევა მეთერთმეტე სამეცნიერო ტექნიკური კონგრესის შრომათა კრებული, ვარნა
კაციტაძე, ჯ., ქარჩავა, ო., ქუთელია, გ. (2023). მცირე მექანიზაციისათვის საჭირო ახალი კომბინირებული აგრეგატი და მისი პარამეტრების გამოკვლევა მსგავსობისა და განზომილებათა თეორიის გამოყენებით. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის "მოამბე", ტ. 17, № 3
კაციტაძე, ჯ., ფუტკარაძე, ზ., ქუთელია, გ. (2022). სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საიმედოობაზე გაანგარიშების თეორიული კონცეფციების თავისებურებანი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ტექნოლოგიების შესახებ ევროპაში და პერსპექტივები.
კაციტაძე, ჯ., ფუტკარაძე, ზ., ქუთელია, გ., ბერიძე, გ. (2022). აჭარაში მომუშავე მცირე მექანიზაციის მანქანების საიმედოობის მანქანების თეორიული და ექსპერიმენტული გამოკვლევა. მეათე სამეცნიერო ტექნიკური კონგრესის შრომათა კრებული, ვარნა.
კაციტაძე, ჯ., ფუტკარაძე, ზ., ქუთელია, გ., ბერიძე, გ. (2022). მცირე მექანიზაციის მანქანების საექსპლუატაციო საიმედოობის მაჩვენებლების გამოკვლევა. MECHANIZATION IN AGRICULTURE & CONSERVING OF THE RESOURCES ISSUE 2/2022.
Metreveli, Z., Javakhishvili, O. (2022). A Modular Calorimeter, Based on LYSO Scintillator Crystals with SiPM Readout. Submitted to JINST (Journal of Instrumentation).
Jibuti, Z., Bibilashvili, A., Jibuti, L., Kushitashvili, Z. (2021). Systems of pulsed photon irradiation (PPI) of Materials and Structures in Electronics, IMS 2021, Proceedings of 4th International Conference Modern Technologies and methods of Inorganic Materials Science, p. 69-71, Tbilisi. Georgia
Sakharova, T., Heuken, M., Jibuti, Z., Sanikidze, L., Ksaverieva, M. (2021). The Improvement of Ti/Al/Ni/Au Ohmic Contacts to Undopped AlGaN/GaN Hemt Heterostructures By Pulse – Photon Treatment, IMS 2021, Proceedings of 4th International Conference Modern Technologies and methods of Inorganic Materials Science, p.154-157, Tbilisi. Georgia
Jibuti, Z., Sakharova, T., Khuchua, N., Tigishvili, M., Melkadze, R., Dolidze, N., Jibuti, L., Heuken, M. (2021). Polychromator - a Method for Studying the Selective Integral Photosensitivity of Semiconductor Materials and Devices, IEEE Transactions on Instrumentation & Measurement, Vol.70.
Bibilashvili, A., Jibuti, L., Jibuti, Z. (2021). Study of Ar+ and He+ implanted SOS – structures, IOP Conference Series: Earth and Environmental Science, doi:10.1088/1755-1315/906/1/01.
კაციტაძე, ჯ., ფუტკარაძე, ზ., ქუთელია, გ. (2021). საქართველოში მომუშავე საზღვარგარეთული სასოფლო სამეურნეო ტექნიკის საიმედოობის სტატსტიკური გამოკვლევა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი "მექანიზაცია სოფლის მეურნეობაში"
კაციტაძე, ჯ., ფუტკარაძე, ზ., ქუთელია, გ. (2021). საქართველოში მომუშავე საზღვარგარეთული სასოფლო სამეურნეო ტექნიკის საიმედოობა და მისი გაზრდის ხერხები მეცხრე სამეცნიერო ტექნიკური კონგრესის შრომათა კრებული, ვარნა
არაბიძე, ვ., გოგმაჩაძე, ს. (2021). ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის შრომები, ISSN 1512-1135, ტ. LXXIII, გვ. 5-11. „B“ ტიპის (მე-II კატეგორიის) გრუნტებისათვის გაძლიერების S კოეფიციენტის მნიშვნელობების ცვლილების დიაპაზონის შეფასება”.
Metreveli, Z., Javakhishvili, O. (2021). First Detection of Collective Oscillations of a Stored Deuteron Beam with an Amplitude Close to the Quantum Limit. Phys. Rev. Accel. Beams 24 12, 124601.
კაციტაძე, ჯ., ფუტკარაზე, ზ., ქუთელია, გ. (2020). ეროზიის საწინააღმდეგო რესურსდამზოგი სამთაბარო აგრეგატი. VIII საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის შრომათა კრებული "მანქანები სოფლის მეურნეობაში".
ქუთელია, გ., კაციტაძე, ჯ. (2020). სასოფლო სამეურნეო ტექნიკის დეტალების აღდგენის თეორია, მეთოდები და ტექნოლოგიები. II საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის შრომათა კრებული "თანამედროვე მეცნიერების განვითარების ვექტორები".
კაციტაძე, ჯ., ფუტკარაზე, ზ. (2020). თანამედროვე მათემატიკური მეთოდების გამოყენება ტექნოლოგიური პროცესების ოპიმიზაციისათვის მანქანების საიმედოობის გაზრდის მიზნით. Academic Publishing LAMBERT
კაციტაძე, ჯ. (2020). საზღვარგარეთიდან შემოტანილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მტყუნებები. საქართველოს პირობებში მუშაობისას და მათი საიმედოობის ანგარიში ინტერნეტ სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებული
Katsitadze, J. (2020). Modern Mathematical Methods for Optimizing Technological Processes to Increase Machine Reliability. Lambert Academic Publishing.
Javakhishvili, O., Gagoshidze, M. (2020). “A New Beam Polarimeter at COSY to Search for Electric Dipole Moments of Charged Particles”, JINST, 15 (2020) 12 P12005.
Javakhishvili, O., Gagoshidze, M., Metreveli, Z. (2020). Development of a multi-channel power supply for silicon photomultipliers reading out inorganic scintillators. NIMA 977, 16 43 37.
Metreveli, Z. (2020). Filterability of surface water from Tbilisi Sea: Preliminary assessment of ultrafiltration as a process alternative. SEPARATION SCIENCE AND TECHNOLOGY, 2020, VOL. 55, NO. 10, 1891–1896.
Jibuti, Z., Bibilashvili, A., Jibuti, L., Dolidze, N. (2019). The Experimental Proof of Non - Thermal Nature of the Mechanism of Pulse-Photon Annealing in Semiconductor Materials, IOP Conf. Series: Earth and Environmental Science 362 012077, p.p. 1-7, doi:10.1088/1755-1315/362/1/012077
Jibuti, Z., Bibilashvili, A., Jibuti, L., Dolidze, N. (2019). The Experimental Proof of Non - Thermal Nature of the Mechanism of Pulse-Photon Annealing in Semiconductor Materials, IOP Conf. Series: Earth and Environmental Science 362 012077, p.p. 1-7, doi:10.1088/1755-1315/362/1/012077
Tchabukiani, T., Daraselia, D., Japaridze, D., Jibuti, Z., Shengelaya, A. (2019). Study of Superconductivity in YBa2Cu3O7-x/SrTiO3 composites, Journal of Superconductivity and Novel Magnetism (JOSC), doi.org/10.1007/s10948-019-5085-5
ჯიბუტი, ზ., ბიბილაშვილი, ა., ჯიბუტი, ლ., ჯომარჯიძე, ა., ავსარქისოვი, ს. (2019). Al2O3 - ის ქვესაფენზე დაფენილი ამორფული Si - ის ნანოფირების ფოტოსტიმულირებული კრისტალიზაციის პროცესის შესწავლა, ფოტოსენსორების საბაზისო სტრუქტურების შექმნის მიზნით. „გრიფით საიდუმლო“ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის „მაცნე“ მრავალდარგოვანი კვლევების სერია, ფიზიკა, #3, 85 – 98.
მახარობლიძე, რ., მახარობლიძე, ზ. (2019). ცვალებად მასიანი რულონური დამწნეხ-ამკრების დინამიკა. საერთაშორისო ჟურნალი „მექანიკის პრობლემები“. № 2(75).
მახარობლიძე, რ., მახარობლიძე, ზ. (2019). ცვალებად მასიანი სხეულების დინამიკის აქტუალური საკითხები სასოფლო-სამეურნეო მანქანებში. საერთაშორისო ჟურნალი „მექანიკის პრობლემები“. № 1(74)
მახარობლიძე, რ., მახარობლიძე, ზ. (2019). მცენარეული მასალების ჭრის კრიტიკული სიჩქარის განსაზღვრა. საერთაშორისო ჟურნალი „მექანიკის პრობლემები“ № 3(76)
მახარობლიძე, რ., მახარობლიძე, ზ. (2019). ადაპტური თვითმავალი შასის ტანდემ-თვლიანი სავალი ორგანოებით ნიადაგის გამკვრივების თეორია. საერთაშორისო ჟურნალი „აგრარული მეცნიერების მოამბე“ № 4
Katsitadze, J. (2019). Technology for improving the reliability and resource of agricultural machinery. Kutaisi state university Akaki Tcereteli, “ Moambe” № 1 , Kutaisi.
კაციტაძე, ჯ., ფუტკარაძე, ზ. (2019). სასოფლო სამეურნეო ტექნიკის საიმედოობის გაზრდა. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „Mechanization in Agriculture”, №3 , სოფია.
კაციტაძე, ჯ., ფუტკარაძე, ზ. (2019). აჭარის სამთო პირობებში მომუშავე მცირე მექანიზაციის მანქანების საიმედოობის გამოკვლევა. VII საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონგრესის შრომები, ბურგასი.
Katsitadze, J., Putkaradze, Z. (2019). Reliability study of small-scale mechanization machines operating in the mountainous conditions of Adjara. Proceedings of the Seventh International Scientific and Technical Congress, Burgas.
Katsitadze, J., Putkaradze, Z. Katsitadze, E. (2019). Machine Reliability Research of Low Mechanization in the Mountain Conditions of Adjara with the Aim of its Increase. VII International Scientific Congress „AGRICULTURAL MACHINERY 2019“. 26 - 29 June 2019, Burgas, Bulgaria.
ყალაბეგაშვილი, მ., ტაბატაძე, ა. (2019). „გრუნტის იმპულსური გადაადგილებით გამოწვეულ მაღლივი შენობების რხევებზე ცვლადი მასის გავლენა“, სტუ. “მშენებლობა“,3(57).
ყალაბეგაშვილი, მ., გურგენიძე, დ., ქრისტესიაშვილი, ე., ყიფიანი, დ. (2019). „მრუდწირული ფილების დიდი გადაადგილებების განსაზღვრა ზოგიერთი ფაქტორის ნახტომისებური ცვლილების გათვალისინებით“, მე-11 საერთაშორისო კონფერენციის „არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ შერჩეული, რეცენზირებული შრომების კრებული.ერევანი, გვ.281-286.
Kobaladze, A., Lomidze, A., Maludze, S., Sakevarishvili, A., Dideblide, K., Metreveli, Z., Titvinidze, G., Tarabara, V. (2019). Filterability of surface water from Tbilisi Sea. Preliminary assessment of ultrafiltration as a process alternative. Separation science and Technology
კაციტაძე, ჯ. (2019). საქართველოში მომუშავე მარცვლეულის ამღები კომბაინების საიმედოობის გამოკვლევა, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომები, თბილისი
Khuchua, N., Tigishvili, M., Dolidze, N., Jibuti, Z., Melkadze, R., Diehl, R. (2018). Ion Implantation as a Tool for Controlled Modification of Photoelectrical Properties of Silicon, Book, Ion Beam, Applications Ishaq Ahmad, IntechOpen, Chapter 7, pp. 139-159, DOI:10.5772/intechopen.76992. https://www.intechopen.com/books/ion-beam-applications/ion-implantation-as-a-tool-for- controlled-modification-of-photoelectrical-properties-of-silicon.
ჯიბუტი, ზ., ტურტულაძე, მ. (2018). ლაბორატორიული სამუშაოები ფიზიკაში, მეორე, გადამუშავებული გამოცემა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, 174 გვ.
კაციტაძე, ჯ., ქუთელია, გ., ბერიძე, გ. (2018). რესურსდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენებით მანქანებისა და მოწყობილობების საიმედოობის გაზრდა. საერთაშორისო ჟურნალი " აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები"№1, თბილისი, გვ.20-25.
კაციტაძე, ჯ., კოღუაშვილი, პ., ბერიძე, გ. (2018). საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების თავისებურებანი საზღვარგარეთის განვითარებულ ქვეყნებში. საერთაშორისო ჟურნალი "აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები" №1, თბილისი, გვ.32-40.
კაციტაძე, ჯ., ქარქაშაძე, ნ., ქუთელია, გ. (2018). გუთნების საიმედოობის მაჩვენებლები საქართველოს სამთო პირობებში. ჟურნალი "აგრარული მეცნიერების მემატიანე ", 16, გვ.210-212.
კაციტაძე, ჯ., აბულაძე, ი. (2018). მცირე მექანიზაციის მანქანების დეტალების ცვეთის გამოკვლევა და მათი აღდგენის რესურსდამზოგი ტექნოლოგიის გამუშავება. აკაკი წერათლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალი "მოამბე"
Metreveli, Z. et al. (2018). Feasibility Study for an EDM Storage Ring. e-Print: 1812.08535 [physics.acc-ph]
Javakhishvili, O., Gagoshidze, M., Metreveli, Z. (2018). Storage Ring to Search for Electric Dipole Moments of Particles – Feasibility Study. CPEDM Collaboration, e-Print: 1812.08535 (physics.acc-ph).
Makharoblidze, R. (2016). Theory of Soil Compaction by Running Bodies of Mountain Tandem-Wheeled Self-Propelled Chassis. Annals of Agrarian Science, vol. 14, 1, pp20-23. ISSN: 1512-1887
Makharoblidze, R. (2016). Mathematical Modeling of Agricultural Unit Operation on Slope with Application of Similarity Theory. Problems of Mechanics, 1(62), pp.20-23.
Makharoblidze, R. (2016). Impact of Lateral Movement on Capacity of Unit at Transversal Operation on Slope. Problems of Mechanics, 2(63), pp. 14-19.
Katsitadze, J., Kapanadze, V., Qutelia, G. (2016). To Increase the Reliability of Plow. International Scientific Journal ‘Machines, Technologies, Materials’, Issue 3, p.7-8, 2016; ISSN: 1313-0226, IF 5
Nathenadze, N. (2016). „The Design of a Digger Shovel for Potato Harvester to Operate in Hard Soil-Climatic Condition“, Journal of Applied Mechanical Engineering,Volume 5, Issue 3, ISSN: 2168-9873, IF 0.8.
ლომიძე, ი., კობალაძე, ა., მალუძე, ს., საყევარიშვილი, ა., პატაშური, ა., გიორგაძე, ა., გლურჯიძე, თ., მეტრეველი, ზ., დიდებულიძე, კ. (2016). მემბრანული ფილტრაციის მეთოდით თბილისის მიდამოებში მტკვრის დაბინძურების დონის განსაზღვრა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო. გვ-137-139
Didebulidze, K., Giorgadze, A., Glurjidze, T., Kobaladze, A., Lomidze, I., Maludze, S., Metreveli, Z., Patashuri, A., Sakevarashvili, A., Tarabara, V., Vakuliuk, P., Yatseiko, O. (2016). Evaluating Feasibility of Ultrafiltration as a Treatment Option for surface Waters of Mtkvari and Aragvi Rivers. 8th IWA Eastern European Conference for Young Water Professionals.Gdansk, Poland
ფაღავა ა., შუბითიძე ზ., ანასოვი ა., ნატროშვილი გ., დათუაშვილი ზ., მიდელაშვილი ე. (2015). ბლინების საცხობი ინოვაციური მოწყობილობა სწრაფი კვების ბაზრისათვის. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის “ფუნქციონალური დანიშნულების კვების პროდუქტების წარმოების ინოვაციური ტექნოლოგიები“ მასალები. ქუთაისი. გვ. 494-496.
დიდებულიძე, კ., გიორგაძე, ა., გლურჯიძე, თ., კობალაძე, ა., ლომიძე, ი., მალუძე, ს., მეტრეველი, ზ., პატაშური, ა., საყევარიშვილი, ა. (2015). თბილისში მდინარე მტკვრის დაბინძურების ხარისხის განსაზღვრა მემბრანული ფილტრაციის ტექნოლოგიის, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ანალიზის გამოყენებით.საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია. თბილისი, საქართველო
Didebulidze, K., Giorgadze, A., Glurjidze, T., Kobaladze, A., Lomidze, I., Maludze, S., Metreveli, Z., Patashuri, A., Sakevarashvili, A., Tarabara, V. (2015). Filterability of natural surface water from Mtkvari and Aragvi rivers: Water quality and ultrafiltration blocking law analyses. Membrane and Sorption Processes and Technologies conference. Kyiv, Ukraine
Metreveli, Z. (2013). High Precision Measurements of the Form Factors of Pion, Kaon and Proton at High Timelike Momentum Transfers. Physical Review Letters 110 022002.
Metreveli, Z. (2013). Technical Design Report for the PANDA (AntiProton Annihilations at Darmstadt) Straw Tube Tracker. European Physics Journal A49 25.
Metreveli, Z. (2013). Improved Measurements of Absolute Hadronic Branching Factors of the D_s+ Meson. Physical Review D 88 (2013) 032009.