ნემატოდების შემსწავლელი ლაბორატორია

ნემატოდების შემსწავლელი ლაბორატორია

ნემატოდების შემსწავლელი ლაბორატორიის მთავარი დანიშნულებაა ადამიანის და ცხოველების პარაზიტების, ვექტორული დაავადებების გადამტანების, რეზერვუარების და თვითონ ვექტორების შესწავლა. ლაბორატორია ჩართულია რამდენიმე საერთაშორისო პროექტში, თანამშრომლობს საქართველოს და საზღვარგარეთის სამეცნიერო დაწესებულებებთან, ლაბორატორიაში ბაკალავრები და მაგისტრატები სწავლობენ მნიშვნელოვანი ნემატოდების, არაქნიდების და მწერების აღმოჩენის და იდენტიფიკაციის მეთოდებს, მონაწილეობენ ლაბორატორიის საქმიანობაში, აქტიურად არიან ჩართული დაავადების გადამტანი ტკიპების მონიტორინგში და ექსპედიციებში.

ლაბორატორიაში ტარდება კვლევები:

საკონტაქტო ინფორმაცია

გიორგი მელაშვილი

Geographical Distribution of Ornithodoros spp. Ticks in the Caucasus and Eastern Europe (2018 - 2024)

პროექტის ფარგლებში ლაბორატორიას სტუმრობდა აშშ ბეილორის კოლეჯის მკვლევარი (ჰიუსტონი, ტეხასი) სერჰი ფილატოვი. ჩატარდა საველე კვლევა საქართველოში და აზერბაიჯანში ორნითოდორუსის გვარის ტკიპების აღმოსაჩენად, შეგროვილი მასალა ამჟამად მუშავდება, მიღებული შედეგებით დადგინდება საქართველოში, აზერბაიჯანში და მიმდებარე ქვეყნებში გავრცელებული ტკიპების კავშირი რიგ დაავადებების გავრცელებასთან.


Hyalomma maginatum in Georgia (2016 - 2024)

პროექტის ფარგლებში ლაბორატორიას სტუმრობდა ყარსის უნივერსიტეტის პროფესორი ზატი ვატანსევერი, ჩატარდა რვა ტრენინგი მაგარი ტკიპების შეგროვებასა და იდენტიფიკაციაში. ჩატარდა მასშტაბური საველე კვლევა საქართველოში ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელების გადამტანი ტკიპების გავრცელების არეალის დასადგენად, დღეისთვის მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი. ამავე გრანტის ფარგლებში გიორგი მელაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბელგიაში გამართულ კონგრესში, სადაც გააკეთა მოხსენება პროექტის შესახებ.


Filatov, S., Melashvili, G., Tsitsishvili, A., Mamedova, K., Gerilovych, A., Stegniy, B., Lopez, J., Pérez de León, A. (2019) An Update on Geographical Distribution of Ornithodoros spp. Ticks in the Caucasus and Eastern Europe. Fourth Annual BTRP Ukraine Regional One Health Research Symposium, 20-24 May, Kyiv, Ukraine