ვეტერინარული კლინიკური ლაბორატორია
ვეტერინარული კლინიკური ლაბორატორია, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკასთან, მრავალი წელია ახორციელებს ლაბორატორიულ მომსახურებას და მომხმარებელს სთავაზობს ანალიზების ფართო სპექტრს, ჩართულია კვლევით და სამეცნიერო საქმიანობაში.
ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ანალიზატორებით, უზრუნველყოფილია ხარისხის კონტროლის სისტემებით კვლევის ყველა ეტაპზე.
ლაბორატორიულ საქმიანობას 2005 წლიდან ახორციელებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ფართო პროფილის სერთიფიცირებული ექიმი-ლაბორანტი ეკატერინე ღვალაძე.
ლაბორატორია აქტიურადაა ჩართული უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო პროცესში, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის და სასერთიფიკატო პროგრამის სტუდენტებს უტარდებათ ლაბორატორიული მეცადინეობები, სრულდება საგრანტო თემების შესაბამისი ნაწილი.
ლაბორატორიის მიერ მოწოდებული სერვისებია:
- ჰემატოლოგიური კვლევები
- ზოგადკლინიკური კვლევები
- კლინიკურ-ბიოქიმიური კვლევები
- ჰემოსტაზის სისტემის კვლევა
- იმუნოფერმენტული კვლევები
- ციტოლოგიური/ონკოციტოლოგიური კვლევები.
საკონტაქტო ინფორმაცია
ეკატერინე ღვალაძე
სხვადასხვა მორფოტიპის და სპეციფიკურობის ბაქტერიოფაგების ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის შესწავლა (2023 – 2026)
კვლევის ფარგლებში მიმდინარეობს E.coli და P.aeruginosa-სპეციფიკური ფაგების და მათი კოქტეილების გაწმენდილი და გაუწმენდავი (ფაგური ლიზატების) პრეპარატების გამოცდა CD1 ხაზის თაგვებზე. პრეპარატების აპლიკაცია ხდება ინტრავენურად და კანქვეშ. თითოეულ შემთხვევაში შეისწავლება ფარმაკოკინეტიკური, ფარმაკოდინამიკური (გავლენა სისხლის ფორმულაზე, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციონირებაზე, ლიპიდურ მეტაბოლიზმზე), იმუნოლოგიური (ანტი-ფაგური ანტისხეულების გამომუშავება და გავლენა ციტოკინების პროდუქციაზე) თავისებურებები. ფარმაკოკინეტიკური თავისებურების შესწავლის ფარგლებში სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში შეისწავლება ფაგების დისტრიბუციის და ელიმინაციის დინამიკა დროში.
ზოონოზური ტუბერკულოზი საქართველოს ტუბერკულოზის მაღალი რისკის რეგიონებში (2023 - 2026)
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში იმ რეგიონების გამოვლენა, სადაც ყველაზე მეტად ფიქსირდება ცხოველებში ტუბერკულოზი და მისი გავლენის შესწავლა ადამიანების შესაძლო დაავადების.
ფაგური ნუკლეინის მჟავების იმუნომოდულატორული თვისებების შესწავლა (2022 – 2024)
პროექტის ფარგლებში E.coli-სპეციფიკური ფაგებიდან გამოიყო და გაიწმინდა ფაგური დნმ, განხორციელდა მათი ფერმენტული დაჭრა რესტრიქტაზებით, მიღებული გამოიცადა თაგვებსა და უჯრედულ კულტურებზე. თაგვებზე შესწავლილ იქნა მისი გავლენა ჰემატოლოგიურ, ბიოქიმიურ პარამეტრებზე, ღვიძლის და თირკმლის ჰისტოლოგია, გავლენა ციტოკინების პროდუქციაზე.
სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარი პროფესიონალების მომზადების მიზნით (VETPRO) (2022 - 2024)
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში ვეტერინარული განათლების არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივის შესწავლა. სწავლებაში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალის სწავლების მექანიზმების გაძლიერება. პარტნიორი საქართველოს უმაღლესი სასწავლებელების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და სხვა. პროექტის ფარგლებში ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოიცა ფართომაშტაბიანი კვლევის შედეგები მონოგრაფიის სახით „ვეტერინარიის თანამედროვე მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები“ (საქართველო, ესტონეთთი, ლატვია).
Bacteriophages Lytic to selected multidrug-resistant human pathogenic bacteria: detailed characterization and evaluation of safety, therapeutic efficacy, and decontamination potential (2019 - 2021)
პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა P.aeruginosa და A.baumannii-დმი სპეციფიკური ფაგების ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური თავისებურებები, დინამიკაში, თაგვზე ექსპერიმენტში. ფაგების ადმინისტრირება ჩატარდა კანქვეშ. ფარმაკოდინამიკის ფარგლებში შესწავლილ იქნა ფაგების მონოპრეპარატების და კოქტეილის გავლენა სისხლის ფორმულაზე, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციურ მარკერებზე და მიკრომორფოლოგიაზე, ლიპიდურ მეტაბოლიზმზე.
Investigation of microbiota in chronic inflammatory diseases; DRFZ, Berlin (2019)
პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა P. aeruginosa და A.baumannii-დმი სპეციფიკური ფაგების ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური თავისებურებები, დინამიკაში, თაგვზე ექსპერიმენტში. ფაგების ადმინისტრირება ხდებოდა კანქვეშ. ფარმაკოდინამიკის ფარგლებში შესწავლილ იქნა ფაგების მონოპრეპარატების და კოქტეილის გავლენა სისხლის ფორმულაზე, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციურ მარკერებზე, ლიპიდურ მეტაბოლიზმზე.
დარიშხანმჟავა თუთიის ძაღლების და კატების ჰელმინთების და უმარტივესების საწინააღმდეგოდ გამოცდა (2017)
დარიშხანმჟავა თუთია ავტორთა ჯგუფის მიერ შემუშავებული ჰელმინთების საწინააღმდეგო ვეტერინარული პრეპარატია, რომელიც დღემდე წარმატებით გამოიყენება ცხვრის და თხის მონიეზიოზის, თიზანიეზიოზის, ავიტელინოზის და ასკარიდატოზების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. პრეპარატი დადებით გავლენას ახდენს ცხოველის წონაში მატებაზე, აუმჯობესებს ბეწვისა და ტყავის ხარისხს,ზრდის ნაპარსი მატყლის რაოდენობას, აგრეთვე ხელს უწყობს ძვლოვანი სისტემის გამაგრებას. კვლევის მიზანს წარმოადგენდა პრეპარატის გამოცდა ძაღლებში და კატებში ძირითადად გავრცელებული ჰელმინთოზების და უმარტივესების საწინააღმდეგოდ. კვლევის მიზანს წარმოადგენდა პრეპარატის გამოცდა ძაღლებში და კატებში ძირითადად გავრცელებული ჰელმინთოზების და უმარტივესების საწინააღმდეგოდ. მიზნის მისაღწევად ჩატარდა შემდეგი კვლევები: თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში მოხვედრილი ძაღლების პარაზიტებით (ჰელმინთებით და ერთუჯრედიანი უმარტივესებით) დაინვაზიების ფონის შესწავლა; გამოვლენილი ჰელმინთების და უმარტივესების სახეობების დადგენა; ცხოველთა დაინვაზიების ხარისხის დადგენა; თბილისის მიმდებარე რაიონების (გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე განთავსებული მეცხვარეობის ფერმების ძაღლებში დაინვაზიების ფონის შესწავლა; ძაღლების და კატების ორგანიზმზე პრეპარატის გავლენის შესწავლა (კლინიკური დაკვირვება); დარიშხანმჟავა თუთიის სამკურნალო დოზების შერჩევა; ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი და სისხლის ბიოქიმიური ანალიზი(ღვიძლის და თირკმლის ფუნქციური სინჯები)
Lasareishvili, B., Mtvarelidze, L., Gachechiladze, N., Berishvili, M., Dumbadze, L., Kachlishvili, T., Kulikova, N., Ghvaladze, E., Jaiani, E., Tarabara, V., Kazmierczak, Z., Dabrowska, K. (2024). Exploring the Impact of Physicochemical Properties on phage Immunogenicity: A Study of E. coli Podoviridae Phages and their DNA, Abstract Book
Lasareishvili, B., Mtvarelidze, L., Gachechiladze, N., Berishvili, M., Esitashvili, G., Motskobili, Kh., Gilauri, R., Dumbadze, L., Kachlishvili, T., Kulikova, N., Ghvaladze, E., Tsomaia, K., Archvadze, N., Jaiani, E., Tarabara, V., Kazmierczak, Z., Dabrowska, K. (2024). EXPLORING THE IMPACT OF PHYSICOCHEMICAL PROPERTIES ON PHAGE PHARMACOKINETICS AND IMMUNOGENICITY: A STUDY OF E.COLI PODOVIRIDAE PHAGES, Abstract Book
ჭკუასელი, ა., ხუციშვილი-მაისურაძე, მ., ჩაგელიშვილი, ა. და სხვ. (2021). ანტიბიოტიკების შემცვლელი სპორაწარმომქნელი Bacillus-ის ახალი პრობიოტიკები ფრინველის კვებაში. თბილისი. სვეტი. 1-27 გვ.
Lapachi, R., Korsantia, A., Chkuaseli, A., Chagelishvili, A., Khutsishvili – Maisuradze, M., Elisashvili, V., Chagelishvili, G., Lashqarashvili, T., Gvaladze, E. (2021). Impact of Bacillus subtilis Probiotic Cultivated on Local Agro-Industrial Waste on Broiler Productivite. The book of scientific works of joint International Conference on Beneficial Microbes (ICOBM-2021). Don State Technical University Rostov on Don. Russia. Pages 32-38
ყურაშვილი, თ., კერესელიძე, მ., ნინიძე, ლ. (2018). ცხოველთა ნიადაგოვანი ინფექციები საქართველოში. ნიადაგის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები. თბილისი. გვ.35-41
ყურაშვილი, თ., ღვალაძე, ე., ბუცხრიკიძე, გ. (2017). მშობიარობის გავლენა დედა პირუტყვის და ახალშობილის ჯანმრთელობაზე. ჟურნალი „აგრარული საქართველო“ N4 (72) 31-33
ყურაშვილი, თ., ღვალაძე, ე. (2017). ცხოველის პროდქტიულობაზე და ჯანმრთელობაზე მომქმედი ფაქტორები. ჟურნალი აგრარული საქართველო N3(71) 33-35
ყურაშვილი, თ., ღვალაძე, ე., ბუცხრიკიძე, გ. (2017). მშრალობის პერიოდის გავლენა ცხოველის ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობაზე. აგრარული საქართველო N1(69)
ყურაშვილი, თ., ღვალაძე, ე., თურმანიძე, მ., არსენიშვილი, ი. (2017). სარკოცისტოზი -ადამიანის ჯანმრთელობისათვის კიდევ ერთი საშიშროება. აგრარული საქართველო, N6(74)
ღვალაძე, ე. (2017). კლინიკური კვლევების როლი ცხოველთა დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკაში. აგრარული საქართველო N12(80)
ყურაშვილი, თ., ღვალაძე, ე., არსენაშვილი, ი., ჩაჩუა, ე. (2016). ძროხის ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის დონის გავლენა ცხოველურ პროდუქციაზე. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის" მასალები. კრებული 490-492
ყურაშვილი, თ., ღვალაძე, ე., არსენაშვილი, ი., სულხანიშვილი, მ. (2016). კალციუმის და ფოსფორის ცვლის დარღვევით გამოწვეული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები მეცხოველეობაში. აგრარული საქართველო N3(59) გვ.33-34
ყურაშვილი, თ., ღვალაძე, ე. (2016). რძის უვნებლობაზე მოქმედი ფაქტორები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის" კრებული 28-30 487-490
ყურაშვილი, თ., ღვალაძე, ე., თურმანიძე, მ., არსენაშვილი, ი. (2016). მსხვილი რქოსანი პირუტყვის უცნობი ეთიოლოგიის დაავადება. აგრარული საქართველო
ღვალაძე, ე. (2015). თირკმლის უკმარისობის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის“კვალიფიციური სპეციალისტი-წარმატების გარანტი“ მასალები. თბილისი
ღვალაძე, ე. (2015). დიროფილარიის (მიკროფილარია) ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის “კვალიფიციური სპეციალისტი-წარმატების გარანტი“ მასალები. თბილისი
ყურაშვილი, თ., ღვალაძე, ე., არსენაშვილი, ი. (2015). ნიადაგი როგორც დაავადების აღმძვრელის მეორადი წყარო. სამეცნიერო კონფერენციის “ნიადაგების როლი ქვეყნის ეკონომიური ზრდის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების საქმეში“ მასალები. თბილისი