აბაშის ბაზა

აბაშის ბაზა

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აბაშის საცდელი ბაზა მდებარეობს სოფელ მარანში, თბილისიდან 270 კმ-ში. მეურნეობის ფართობი შეადგენს 120 ჰექტარს და გამოიყენება როგორც კომერციული საქმიანობისთვის, ასევე სასწავლო-სამეცნიერო დანიშნულებით. აბაშის საცდელი ბაზა წარმოდგენილია ერთი მთლიანი მიწის ნაკვეთის სახით. აღნიშნული ფართობი დაყოფილია 12 ტოლ ნაკვეთად, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ქარსაფარი ზოლებით. მიწის ფართობი შემოღობილია და პერიმეტრზე გაჭრილია ღრმა საწრეტი კოლექტორები. ბაზაზე წარმოდგენილია თხილის და ფეიხოას კოლექცია. თხილის კოლექცია 2 ჰა ფართობზეა გაშენებული და 100-მდე ქართული და მასში ინტროდუცირებული ჯიშები და ფორმებია წარმოდგენილი. ფეიხოას კოლექცია 5-მდე ჯიშს მოიცავს და 1 ჰა ფართობზეა გაშენებული.

კომერციული მიზნებისთვის თხილის წარმოება (ძირითადად ქართული ჯიშები) 24 ჰა-ზე ხორციელდება. ასევე, ბაზაზე იწარმოება თხილის ნერგი. სანერგე აღჭურვილია თანამედროვე წვეთოვანი საირიგაციო სისტემით და სანერგეს მიზნებისთვის 1 ჰა ფართობზე გაშენებულია სადედე ბაღი, ხოლო 2 ჰა ფართობი გამოყოფილია კალმების დასაფესვიანებლად. სანერგის სიმძლავრე შეადგენს - წლიურად 50 000 ნერგს.

სასურსათე, საფურაჟე და სათესლე მიზნებისთვის ბაზაზე იწარმოება სოიო და სიმინდი: სოიო - „კოლხიდა 4“ – 7 ჰა; სიმინდი - „აბაშის ყვითელი“ – 30 ჰა. აღსანიშნავია, რომ საცდელ მეურნეობაში წარმოდგენილია 5 ჰა-ზე გაშენებული პეკანის ნარგაობა და 3 ჰა-ზე გაშენებული ევკალიპტი.

აბაშის ბაზა

საკონტაქტო ინფორმაცია

ვალერი ამირანაშვილი