ანა ქუმსიშვილი

Veterinarium-ის მთავარი ვეტერინარი, თერაპიის განყოფილების უფროსი; ლექტორი

ანა ქუმსიშვილი

Veterinarium-ის მთავარი ვეტერინარი, თერაპიის განყოფილების უფროსი; ლექტორი

a.kumsishvili@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

ანა ქუმსიშვილი არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკის Veterinarium-ის მტავარი ვეტერინარი და თერაპიის განყოფილების უფროსი. ანა არის თერაპევტი, ინფექციონისტი, დერმატოლოგი და გადაუდებელი დახმარების ექიმი. 

ანა არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის კურსდამთავრებული და ფლობს ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხს. მისი სამაგისტრო ნაშრომის თემა იყო: "ამერიკული სიდამპლის ეპიდემიოლოგია და დაავადების აფეთქების მაპროგნოზირებელი კვლევითი მოდელის გამოცდა საქართველოში." გარდა ამისა, ის ფლობს პროფესიულ სერტიფიკატებს ენდოკრინოლოგიის, დერმატოლოგიის, ნეფროლოგიის და ნუტრიციოლოგიის მიმართულებებით.

ის აქტიურად მონაწილეობდა:

  • ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ახალი საგნის – „ვეტკლინიკაში სასწავლო პრაქტიკა“ – შემუშავებასა და დანერგვაში
  • ვეტერინარი ტექნიკოსის 10-თვიანი პროფესიული პროგრამის შემუშავებასა და იმპლიმენტირებაში

ანა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლაში ლექციებს კითხულობს შემდეგ საგნებში:

  • გადაუდებელი დახმარება
  • პრაქტიკა ვეტერინარულ კლინიკაში

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დაფინანსებით ანამ გაიარა სწავლების მეთოდების ინტენსიური შვეიცარიული უნივერსიტეტის (EHL) პროგრამა. გარდა ამისა, მან წარმატებით გაიარა ესტონეთის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ვეტერინარული ფაკულტეტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ტრენინგი, რომელიც მოიცავდა სწავლების შემდეგ მეთოდებს: Objective Structured Clinical Examination (OSCE), Objective Structured Practical Examination (OSPE), Problem-Based Learning (PBL), Case-Based Learning (CBL).

ის არის Land O’Lakes Venture37 (USDA)-ის პროექტის ფარგლებში შემუშავებული წიგნის  - "ნოველები მოზარდებისთვის ცხოველთა დაავადებების შესახებ”- ილუსტრატორი. 

განათლება

2024 - ვეტერინარიის მაგისტრი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

2024 - სერტიფიცირებული ლექტორი, ფასილიტატორი, Ecole hôtelière de Lausanne

სასწავლო კურსები

პრაქტიკა ვეტერინარულ კლინიკაში (M)

გადაუდებელი დახმარება (C)