არჩილ სუპატაშვილი

ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

არჩილ სუპატაშვილი

ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

ბიოგრაფია

1968 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო ფაკულტეტი მეტყევეობის სპეციალობით, რომლის შემდეგადაც დაიწყო კვლევითი საქმიანობა მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის ნაძვის დიდი ლაფნიჭამიის შემსწავლელ განყოფილებაში ლაბორანტად. 1980 წლიდან მუშაობა გააგრძელა ვასილ გულისაშვილის სახელობის სამთო-მეტყევეობის ისტიტუტში, მას შემდეგ, რაც მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილება გადაეცა აღნიშნულ ინსტიტუტს. ამ ინსტიტუტში გაიარა ყველა საფეხური ტყის დაცვის განყოფილების უფროსამდე. ჩატარებული აქვს პათოლოგიური გამოკვლევები საქართველოს ყველა რეგიონის ტყეში. მის მიერ პირველად აღნიშნულია როგორც საქართველოს, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ფაუნისათვის ახალი მავნებლები. არის 140-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, მათ შორის 8 წიგნის (აქედან 3 ტომი კურორტოლოგიისა და კურორტოთერაპიის მცირე ენციკლოპედია). სამეცნიერო შრომები გამოქვეყნებული აქვს, როგორც ადგილობრივად, ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის მაღალრეიტინგულ ჟურნალებში. მონაწილეობა აქვს მიღებული 60-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნირო კონფერენციაში. არჩეულია ბიოლოგიური ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციის მუდმივ წევრად.

განათლება

1990 - ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 
1968 - საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო ფაკულტეტი, მეტყევეობა.