გიორგი მელაშვილი

პროფესორი; ნემატოდების ლაბორატორიის ხელმძღვანელი

გიორგი მელაშვილი

პროფესორი; ნემატოდების ლაბორატორიის ხელმძღვანელი

ბიოგრაფია

2001 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი, ფართო პროფილის ვეტერინარი ექიმის კვალიფიკაციით. 2005 წელს მიენიჭა სავეტერინარო მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 2002-2012 წლებში მუშაობდა გ. ელიავას ბაქტერიოფაგიის მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტიში, კონტრაქტორ მკვლევარად. 2007- 2012 წელს იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ინფექციურ და ინვაზიურ სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი. 2011–2014 წლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გაერთიანებული ლაბორატორიების მენეჯერი. 2012 -2017 წლებში ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2016 წელს გახდა VectorNet-ის საქართველოს მხრიდან კოორდინატორი, ვექტორების გავრცელების ჯგუფის ხელმძღვანელი. 2017 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი. იგი ამავდროულად აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში.

განათლება

2001 - საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი, ფართო პროფილის ვეტერინარი ექიმი.
2005 - საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტი, ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი

სასწავლო კურსები

ზოგადი მიკრობიოლოგია (B)
პარაზიტული დაავადებები I (B)
პარაზიტული დაავადებები I (M)
კლინიკური მიკრობიოლოგია (B)
კლინიკური მიკრობიოლოგია (M)
პარაზიტული დაავადებები II (B)
პარაზიტული დაავადებები II (M)
სურსათის მიკრობიოლოგია (B)

პუბლიკაციები